„ეს ლუსტრაცია არ ყოფილა, ხელისუფლება პასუხისმგებლობით მოეკიდა მომხდარს, ამას შეეძლო დაეზარალებინა რიგითი ქართველები“

„ეს ლუსტრაცია არ ყოფილა, ხელისუფლება პასუხისმგებლობით მოეკიდა მომხდარს, ამას შეეძლო დაეზარალებინა რიგითი ქართველები“

გიორგი გაბუნიას მონოლოგთან მიმართებით შეფასებები განსხვავებულია. ერთნი მიიჩნევენ, რომ ეს იყო პროვოკატორების ომი სახელმწიფოს წინააღმდეგ, „ნაცმოძრაობის“ წევრები და მათთან ლოიალურად განწყობილი ადამიანები კი ცდილობენ, „ქართულ ოცნებაში“ მოკალათებულ კუდიანებზე ნადირობა გამოაცხადონ. მათი მოსაზრებით, გაბუნიას მონოლოგი იყო ლუსტრაცია, რომელმაც გამოავლინა, რომ საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს პუტინისტურ ძალებთან და ეს იმის დადასტურებაა, რომ საქართველო იცვლის კურსს.

„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია სიტუაციას შემდეგნაირად ხატავს: „ჩვენს თვალწინ იცვლება რეალობა და ჩვენს თვალწინ იხსნის ნიღაბს ოკუპანტის აგენტურა“.

თუმცა „ნაცმოძრაობა“ არ არის ერთადერთი, რომელიც ცდილობს „ქართული ოცნებისა“ და პუტინისტების სიმბიოზი დაინახოს. ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილსაც უჩნდება კითხვა გაბუნიას განცხადებაზე ხელისუფლების რეაქციის მიმართ და აცხადებს, რომ მათ იპოვეს შანსი, პუტინს სიყვარული აუხსნან და ამ ყველაფერს იყენებენ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ.

„ხელისუფლების რეაქცია საერთოდ სასაცილოა. ჯერ ერთი, მათ შანსი იპოვეს, პუტინს სიყვარული აუხსნან და სიყვარულში გამოუტყდნენ და, მეორე, ეს არის წარმოუდგენერლი ისტერიკა, რომ ერთი კერძო არხის საავტორო წამყვანთან დაკავშირებით ასეთი ამბავი ატყდეს, რომ აი, ომი დაიწყება და ტანკებს შემოგვიყვანენ. ისინი კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო არ გვაქვს, თუ ასე მოხდება“, - აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.

იყო თუ არა ეს ლუსტრაცია და რა საერთო აქვს ჩვენს ხელისუფლებას პუტინისტურ ძალებთან?

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს ლუსტრაცია არ ყოფილა. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, აშკარა იყო, რომ ჩვენი ხელისუფლება პასუხისმგებლობით მოეკიდა მომხდარს, რადგან დაინახა, რომ ამას შეეძლო დაეზარალებინა რიგითი ქართველები.

„ამიტომ გიორგი გაბუნიას განცხადებისგან საქართველოს ხელისუფლების გამიჯვნა ნორმალური და ლოგიკურია. ცხადია, უნდა მოხდეს ამ განცხადებისგან დისტანცირება და აქ ლუსტრაციაზე საუბარი ზედმეტია“.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას იზიარებს მოსაზრებას, რომ ეს არანაირი ლუსტრაცია არ ყოფილა. რაც შეეხება რუსებთან თანამშრომლობას, პოლიტოლოგს საქართველოში არ ახსენდება არც ერთი ხელისუფალი, სადაც მოსკოვის გავლენა არ ყოფილიყო.

„ყველა ხელისუფლებაში მოსკოვს ჰყავდა და ჰყავს თავისი ჯგუფები - დღევანდელშიც, სააკაშვილის ხელისუფლებაშიც და უფრო ადრეც. სააკაშვილის ხელისუფლებაში იყვნენ ბურჯანაძეც და სხვებიც, აღარაფერს ვამბობ ბენდუქიძეზე. სამწუხარო რეალობაა, რომ, დიდი ალბათობით, საქართველოს ყველა ხელისუფალი გადაიხრებოდა რუსებისკენ, რომ არა ერთი შემაკავებელი ფაქტორი, ეს არის ქართველი ხალხი. ყველა ხელისუფალი იძულებულია, ამ ხალხს ანგარიში გაუწიოს“.

thrgg@yahoo.com დიახაც, ეს იყო ნაცსექტის ლუსტრაცია ქართული სახელმწიფოს მიმართ!!!
4 თვის უკან