ბლოგერი ლევან გობრონიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ქალბატონო თაკო, ბოდიში და უკვე ბევრ სისულელეს ლაპარაკობთ,იმედია არ გეწყინებათ ეს სიტყვა და არც უზრდელობაში ჩამითვლით, თქვენ, ნაციონალებს ხომ ეს ნორმად გაქვთ. ადრე, სანამ ასე “მასოვკირებული” სახე გახდებოდით და აქა-იქ გხედავდით ტელევიზიით, სიამოვნებით გისმენდით და მომწონდა თქვენი საუბარი, ის კრიტიკაც, რაც ხელისუფლების მიმართ გქონდათ, მაგრამ იმდენად მასობრივი გახდით, იმდენს დემაგოგობთ და იმდენ სისულელეს ლაპარაკობთ, რომ უკვე ოდიოზურ ფიგურად იქეცით, თქვენი ისტერიკებით, ჰაერიდან ნასროლი დაუდასტურებელი ინფორმაციებით, უკვე არაადეკვატური შეფასებებით.
რა პუტინის დაკვეთაო, ივანიშვილი მის გარეშე ვერ ხნის მინისტრებსო, გავრილოვი სპეციალურად დაგვასვესო, ეს ივანიშვილმა შეასრულა პუტინის დაკვეთითო და მსგავსი აბსურდული შეფასებები მოვისმინეთ უკვე თქვენგან და თქვენი მასწავლებელი ნაციონალებისგან, როგორ ყველა ერთმანეთს ემსგავსებით ამ იდიოტობასა და დემაგოგიაში, როგორც კი ნაციონალებს გაეკარებით ან მათ გვერდით გაივლით. არავის არ ეშინია არც თქვენი ისტერიული კივილის, არც გაბოროტებული მიშა მშვილდაძის დაბერილი ნესტოებისა და ჩახრენწილი იოგების, არც გიგი უგულავას ღრიალის და მითუმეტეს სააკაშვილის ყიყინის.
ასე რომ, ქვეყნის ამრევები სწორედ თქვენ ხართ, რომლის უფლებასაც არ მოგცემთ და მართლა ყველაფერს აქვს საზღვარი. რადგან სიტყვის თავისუფლებაა, სისულელეები კი არ უნდა იბოდიალო და ხალხს ატყუო, არ ვართ ბრმები და ყველაფერს კარგად ვხედავთ.” – წერს ლევან გობრონიძე.