“ეს – პროვოკაციაა! – ასე ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე 8 ივლისს დაგეგმილ ე.წ ღირსების მარშს და მიიჩნევს, რომ ღონისძიების ჩატარება განაპირობა იმან, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ხალხის რაოდენობამ იკლო.
“ეს – პროვოკაციაა! – სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ LGBT თემის ქართველი სახეები აპირებენ პრაიდის მოწყობას ორშაბათს ანუ 8 ივლისს. გავრცელდა მათი მოწოდებითი ვიდეო – „გამოდი!“, სადაც საზოგადოებას პრაიდში მონაწილეობისკენ მოუწოდებს პარლამენტთან მიმდინარე აქციის სპიკერატიც.
რას ნიშნავს ყოველივე ეს და რას ემსახურება ე.წ. თემის აქცია? ცხადია, მას შემდეგ რუსთაველზე აქციაზე 300 კაცი შეიკრიბა გუშინ, ისიც ძირითადად არაქართული რეგიონებიდან ჩამოყვანილი ადამიანები, ყოველივე ამან აჩვენა, რომ საზოგადოება აღარ ენდობა და იზიარებს პარტიული აქციის სულისკვეთებას და ახლა, საჭირო გახდა მუხტის გაზრდა, დაძაბულობის მომეტება, ორ ბანაკად გაყოფილი საზოგადოებრივი ჯგუფების ქუჩაში გამოსვლა, ხოლო ქუჩაში გამოსული LGBT თემის მოწინააღმდეგეები და მომხრეები, რომ ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდებიან, მარტივი ჭეშმარიტება არის.
მიმაჩნია, რომ ეს არის პროვოკაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მიზანმიმართული ძირგამომთხრელი საქმიანობა, რომელსაც წარმატებით ასრულებს „ნაცებთან“ აფილირებული ე.წ. უფლებადამცველები და ე.წ. უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ კარგი სტრუქტურული დისციპლინა, ამერიკული ფული, მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის პარტნიორი რამდენიმე სახელმწიფოს ადგილობრივი საელჩოსგან. მათ იციან, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ მიესალმება თანასწორობის სახელით სექსუალური უმცირესობების მსვლელობას. არა იმიტომ, რომ საზოგადოება არ აღიარებს მათ არსებობას ან უფლებებს ჩვენს ირგვლივ, არამედ იმიტომ ეს არის პროპაგანდის ნაწილი და არავითარ შემთხვევაში ტესტი დემოკრატიისთვის – საქართველო იყო, არის და იქნება შემწყნარებელი და ტოლერანტული სახელმწიფო. ეს პრაიდი პირდაპირ მიმართულია მინისტრ გახარიას წინააღმდეგ, ვინაიდან შსს განაცხადა, რომ ვერ უზრუნველყოფდა ე.წ. თემის უსაფრთხოებას. ეს მარში პროტესტანტებს დამატებით არგუმენტს აძლევს გახარიას გადაყენების მოთხოვნის სიმწვავისთვის. შედეგებიც ისევ იხეირებს ნაცმოძრაობა და კიდევ მასთან ქუდის ქვეშ არსებული 0%-იანი პარტიების ე.წ. ლიდერები.
შესაბამისად, ყველაფერი უკვე ცხადია – ნაცმოძრაობა ცდილობს ხელისუფლების დღის წესრიგი შეცვალოს, გამოიწვიოს არეულობა, დაძაბულობა, დესტაბილიზაცია, თუნდაც რუსის ჯარის შემოძღოლით ამ ქვეყანაში, ასე იოლად, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. მგონი, ეს სცენარი ჩვენმა საზოგადოებამ დიდი ხანია იხილა და პროვოკაციებს აღარ დაუშვებს.”- ამბობს დავით ჩიხელიძე.