“მიHა ამაში ფულის გადამხდელი არ არის, ბოკერია ფულს 12 კაციან აქციაში კი არა, ზაფხულში საბანს არ გადაიხდის”

“მიHა ამაში ფულის გადამხდელი არ არის, ბოკერია ფულს 12 კაციან აქციაში კი არა, ზაფხულში საბანს არ გადაიხდის”

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ყველა ვხედავთ, რომ პარლამენტთან აქციებმა ფაქტობრივად უაზრო ხასიათი მიიღო. იმდენად უაზრო, რომ მშვილდაძის “რიხიანი” მოწოდებები ისე იფანტება ჰაერში, როგორც 70-იანი წლების რადიოხულიგანის მიერ გაშვებული სიგნალები.

საინტერესოა თუ ვის სჭირდება წყლის უაზრო ნაყვა, რომელიც გინდა არ გინდა, რაღაც თანხებთან არის დაკავშირებული.

მიHას პარლამენტის წინ ხალხის მცირე რაოდენობა, რომლებიც მშვიდობიანად დგანან და ზოგი ქორწინდება, ზოგი ცეკვავს და ზოგიც უბრალოდ დროს ატარებს, აღარ აინტერესებს.

არეულობა, დაპირისპირება, პროვოკაციები დამთავრდა. ამიტომ მიHა ამაში ფულის გადამხდელი არ არის. ბოკერია ფულს 12 კაციან აქციაში კი არა, ზაფხულში საბანს არ გადაიხდის.

რჩება ერთადერთი ვარიანტი:

18 ივლისს სტრასბურგში ჩანიშნულია სასამართლო სხდობა რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ (რა სიმბოლურია არა?), რომელზეც ნიკა გვარამიას ბოლოდროინდელი “დვიჟენიებიდან” გამომდინარე, რუსთავი 2-ს მის კანონიერ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს დაუბრუნებენ.

ასე რომ აქცია პარლამენტის წინ არც ნაცებს, არც ევრონაცებს და მითუმეტეს დანარჩენ საქართველოს არ სჭირდება.

გაგიკვირდებათ და არავის სჭირდება ნიკა გვარამიას გარდა.

დიახ, ნიკა გვარამიას გარდა, რომელიც ზუსტად ისე იქცევა როგორც საქალაქთაშორისო ავტობუსის მგზავრი ქალბატონი, რომელიც ცარიელ სკამზე ადგილის დასაკავებლად ჩანთას დებს და თვითონ თავის საქმეებზე მიდის.

გვარამიას იმედი აქვს, რომ მიმდინარე აქციას გადაზრდის რუსთავი 2-ის ვითომდა დასაცავ აქციაში (“რუსთავი 2 ჩემია”, “არ შემოვუშვათ მოძალადეები” დ.ა.შ.).

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მისი ილეთები რამდენჯერმე ნანახი გვაქვს. დამერწმუნეთ, რომ ის გერმანიის ელჩის არ იყოს, სტრასბურგის სასამართლოსაც დაუპირისპირდება.

ჩვენ კი უბრალოდ დაველოდოთ 18 ივლისს და ვიქონიოთ სახელმწიფოს იმედი, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას მაინც აღასრულებს” – წერს ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე

სოციალისტი ჯერ ვკითხოთ სოსო ცინცაძეს ... იქნებ გამონახოს პრეცედენტი როგორ არ აღასრულე სტრასბურგის გადაწყვეტილება რომელიმე ქვეყანაში?!
6 წლის უკან
სოციალისტი ჯერ ვკითხოთ სოსო ცინცაძეს ... იქნებ გამონახოს პრეცედენტი როგორ არ აღასრულეს სტრასბურგის გადაწყვეტილება რომელიმე ქვეყანაში?!
6 წლის უკან