„ეს იყო ოპერაცია „ყულფი

„ეს იყო ოპერაცია „ყულფი", გასაქცევი არ დაგვიტოვეს, 1000-ზე მეტი დაიჭირეს, 4 ადამიანი კი დაიღუპა"

„ჩემი შვილები უღმერთოდ აწამეს, მე უგონოდ შემიტანეს საავადმყოფოში. როდესაც თვალი გავახილე, თავზე მედგა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც გასცა ბრძანება, ადგილზე დავეპატიმრებინეთ. საბუთიც კი არ შეუდგენიათ, რომ დაპატიმრებული ვიყავი" - ასე იხსენებს 2011 წლის 26 მაისს დაზარალებული შალვა ოგბაიძე მაშინდელ დარბევას.

როგორც ოგბაიძემ „მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მის შვილს ციხეში ყოველდღე აწამებდნენ და თან „მიშა მაგარია-ს" ასმენინებდნენ.

„რაც შეეხება ჩვენს ოჯახს, გაიყიდა ჩემი ქონება, სახლ-კარი, მიწა, ნაკვეთი და ა.შ. მაგრამ ამას კიდევ გადაიტანს ადამიანი. ჩემს უფროს ვაჟს უღმერთოდ აწამებდნენ, წყალს უსხამდნენ ლეიბზე, ყოველი დილა იწყებოდა ცემით. საათში ერთხელ „მიშა მაგარია-ს" ასმენინებდნენ. 9 აპრილის მონაწილეც ვარ და 1989 წლიდან არც ერთი მიტინგი, არც ერთი თავყრილობა ჩემი და ჩემი მეგობრების გარეშე არ ჩატარებულა, მაგრამ ასეთი სისასტიკე, რაც ჩვენ 26 მაისს ვანახეთ, არ მინახავს. ეს იყო ოპერაცია „ყულფი", როდესაც გასაქცევი არ დაგვიტოვეს, როდესაც დააპატიმრეს 1000-ზე მეტი ადამიანი, 4 ადამიანი დაიღუპა. შემდგომ, გვამების მოყვარულმა ვანო მერაბიშვილმა ერთი გარდაცვლილი ადამიანი ზემოთ, სახურავზე რომ შემოდო ესეც ყველამ ვნახეთ. ეს იყო უსასტიკესი, ბართლომეს, სააკაშვილის ღამე. ამიტომ, ეს ორგანიზაცია ფეხს ვერასდროს მოიკიდებს საქართველოში. სააკაშვილმა და ამ ორგანიზაციამ, როგორც დამნაშავე ორგანიზაციამ, პასუხი უნდა აგოს" - განაცხადა შალვა ოგბაიძემ „მედიაცენტრ მთავარში".

უ ც ხ ო : ეს დეტალები არ ვიცოდი... მაგრამ ყოველთვის ღრმა პატივისცემით ვიყავი განწყობილი ამ კაცის მიმართ!
5 წლის უკან
უ ც ხ ო : არავინ რომ არაფერზე არ აგო პასუხი ამ ქვეყანაში - არც სამხედრო გადატრიალებაზე და კანონიერი ხელისუფლების ჩამოგდებასა და მისი მომხრეების დევნა-ხოცვაზე, არც სახალხო დოვლათის მითვისებაზე და ჯართად გაყიდვაზე, არც დახოცილი დემონსტრანტების სახურავებზე შემოდებაზე და ცოცხლების წამება-დამცირებაზე, არც ტერიტორიების გასხვისებაზე და დღენახევარში სამარცხვინოდ წაგებული ომის საზეიმო ვითარებაში აღნიშვნაზე... იმიტომაც დადგა ყველა ღირებულება თავდაყირა ამ ქვეყანაში!
აწი არც არავინ გამოიძიებს რამეს და დასასჯელებიც აქეთ იმუქრებიან დასჯით...
5 წლის უკან
Maverick უცხო ბატონო, რაც თქვენ ჩამოთვალეთ სწორედ მაგისთვის უნდა დაისაჯოს ქოცნება.
რაც შეეხება ნაც-ბოზ-ბანდას, ის რაც მოაწყვეს 20 ივნისს, მათი ბოლო გაფართხალება იყო და თუ ყველა ნაცი, მათი მიმდევარი ნებისმიერი პარტია, პარტიის ლიდერი თუ სათანადოდ არ დაისაჯა, ქოცნებასაც მოუწევს მიხუილოს მსგავსად საქართველოდან გადახვეწა.

რაც შეეხება ამ მღელვარე ახალგაზრდობას, ისინი დასკვნებს გამოიტანენ და შემდგომში ნაცების, გაშიფრული ნაცუკელების მოწოდებებს უბრალოდ, ... დაიკიდებენ და გაატარებენ
5 წლის უკან