,,ჩვენი და საზოგადოების ძირითადი ოპონენტი არის ისევ „ნაციონალური მოძრაობა და ეს ,,ევროპული თუ აზიური ნაციონალური მოძრაობა". აქ რა თქმა უნდა უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენია, მაგრამ თუნდაც 2012 წელს ორ ათეულზე მეტი „ ნაციონალური მოძრაობის „ წარმომადგენელი იჯდა პარლამენტში, დღეს კიდევ უფრო მეტია. რა თქმა უნდა ეს ადამიანები ჩვენ არ შემოგვიყვანია, ჰქონდათ საზოგადოების მხარდაჭერაც . უყურეთ რა მინდა ვთქვა ჩვენი პასუხისმგებლობაც დიდია , განსხვავებულად დიდი ვიდრე უბრალო მოქალაქის , რადგან ხელისუფლებაში ჩვენ ვართ და პოლიტიკას ჩვენ წარვმართავთ ამიტომ ჩემი და თითოეული ჩემი გუნდის წევის პასუხისმგებლობა არის ათჯერ მეტი , მაგრამ საზოგადოებასაც აქვს თავისი პასუხისმგებლობა , მაგრამ სამართლიანობის აღდგენას , მხოლოდ საზოგადოება ვერ გააკეთებდა რა თქმა უნდა ჩვენი ბრალეულობაცაა. ჩვენ იმ ხარისხში, რა ხარისხშიც შევპირდით საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენას, ვერ მოვახერხეთ. ბევრი რამ დავიწყებას არის მიცემული , მაგალითად ადამიანებზე ქუჩაში განაჩენის გამოტანა , მაგალითად ღამით ბიზნესების გადაფორმება , მაგალითად ის , რომ ყველანი ციხეში შეძახილით და რაც ვთქვი, საუბედურო სტატისტიკა, საბედნიეროდ დღეს აღარ გვაქვს . რა თქმა უნდა ბევრი რამ შეიცვალა , მაგრამ ბევრი რამ კიდევ არის შესაცვლელი . მე არა ერთხელ მითქვამს , რომ სიძულვილის ენა ეს არის მიუღებელი და საქართველოში არ შეიძლება იყოს მზაობა იმდაგვარი , რომ ჩვენ მოქალაქეობრივ დაპირისპირებამდე მივიდეთ , მაგრამ კოჰაბიტაცია იმ ხარისხში რა ხარისხშიც ჩვენ დავუშვით ეს გარკვეულ წილად მიუღებელია.",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ
დეპუტატის თქმით, ქვეყანამ თავიდან აიცილა სახელმწიფო გადატრიალება და მსხვერპლი.
,,სამწუხაროა , რომ მშვიდობიანი აქცია შემდეგ გადაიზარდა ძალადობაში , მაგრამ რა თქმა უნდა მე, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელს მაქვს მეტი ინფორმაცია და მინდა გითხრათ ჩვენ თავიდან ავიცილეთ სახელმწიფო გადატრიალება და თავიდან ავიცილეთ მსხვერპლი .კიდევ ერთხელ ვამბობ , რომ მიუხედავად იმისა , რომ მათი ჯანმრთელობის ზიანის გარეშე ვერ დავასრულეთ ეს პროცესი კიდევ უფრო მძიმე შეიძლებოდა ყოფილიყო ეს პროცესი , რა თქმა უნდა ეს არ იყო შემთხვევითი . ეს ჩემი ღრმა რწმენით მაინც მოხდებოდა იმიტომ, რომ მათი გეგმა ხელისუფლებაში მოსვლის არის მხოლოდ დესტრუქციული ხასიათის ნუ ჩვენ გვახსოვს ამ ადამიანებს ევრო-ნაცები არიან თუ ნაცები , ერთ პოლიტიკურ ყალიბს გულისხმობს ხალხი , რომლის ქმედება არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობრივი .მათი სტრატეგია იყო თითქოს , რომ გაიყვნენ ნაცებს ევრო-ნაცები გამოეყვნენ , მე ადრეც აღვნიშნე და ასეთი შეფასება გავაკეთე, რომ ვერცხლის წყალივით დაიფანტნენ ალბათ ეს მათი ტაქტიკური სვლა იყო და ვხედავთ არა ერთხელ ისევ ვერცხლის წყალივით შეერთდნენ . და თითქოს ზოგიერთ თემატიკაში ევრო-ნაცები ძირითად ნაცებს ემიჯნებიან , მაგრამ როცა კი მათ შანსი ეძლევათ , როცა კი მათ ააქვთ პირობა იმისა , რომ თავისი დესტრუქციული ხასიათი გამოამჟღავნონ",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ
მისი თქმით, ღამის ორის ნახევრამდე პოლიციის კორდონი იდგა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის პერიმეტრზე. საზოგადოებამ იხილა ჩაფხუტების წართმევა , ქვების სროლა , რკინის კონსტრუქციების დაშლა , შეტაკება და ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგონა, როგორ აგინებდნენ პოლიციელებს და ემუქრებოდნენ , როცა ისინი პარლამენტში შეიჭრებოდნენ და ხელისუფლებას დაამხობდნენ.
,,ახალგაზრდებმა , ვინც იყვნენ გულწრფელები აბსოლუტურად მათ არ მიუშვეს პოლიტიკოსები სცენაზე, მათ არ მისცეს მიკროფონი, მათ არ მისცეს ასპარეზი , მაგრამ გვიან საღამოს უკვე , როცა ამ გულწრფელმა ადამიანებმა გამოხატეს პროტესტი და შემდეგ დაბრუნდნენ სახლში ის აგრესიული ძალა ერთი ნაწილი ჯგუფისა პროტესტანტების იყო რა თქმა უნდა მათთვის მართვადი და ეს გულწრფელი დამოკიდებულება გამოიყენეს იმისათვის , რომ მათ ქონდათ მცდელობა შეჭრილიყვნენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. თქვენ ნახეთ სცენა სანამ დაიწყებოდა ძალადობრივი შეხლა-შემოხლა ღამის ორის ნახევრამდე პოლიციის კორდონი იდგა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის პერიმეტრზე და მათ სანტიმეტრი არ გადმოუგდიათ წინ .თქვენ ნახეთ ჩაფხუტების წართმევა , ქვების სროლა , რკინის კონსტრუქციების დაშლა , შეტაკება და ჩემი ძალიან ბევრი ახლობელი იყო სხვათა შორის იქ მათი მონაყოლი ვიცი , როგორ გამოყავდათ პოლიციელები კორდონიდან და ცოლს ,შვილს აგინებდნენ და ემუქრებოდნენ , როცა ისინი პარლამენტში შეიჭრებოდნენ და ხელისუფლებას დაამხობდნენ , მერე ენახათ მათი სურათი , არადა ეს სურათი ნანახი გვაქვს , ალბათ გახსოვთ თქვენ 2003 წლის შემდეგ 2012-მდე პატიმართა რიცხვი 25000-მდე გაიზარდა და ყოველ ხუთ დღეში სამი გვამი გამოდიოდა სასჯელ აღსრულების სისტემიდან . მე ამ ციფრს არ ვამბობ შემთხვევით მოტანილს , ზუსტ სტატისტიკას გეუბნებით ყოველ ხუთ დღეში სამი გვამი",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ უკვე აიღო ეს პასუხისმგებლობა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა და ერთერთმა დეპუტატმა მანდატი დატოვა.