გავრილოვი არ ისვენებს და ჭკუასაც გვარიგებს:

გავრილოვი არ ისვენებს და ჭკუასაც გვარიგებს: "კადიროვისგან გაკვეთილი უნდა აიღოთ, ისწავლეთ!"

რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვიმა RTVI-სთან ინტერვიუში საქართველოზე საუბრისას, ჩეჩნეთი ახსენა და თქვა, რომ კადიროვისგან გაკვეთილი იყო სასწავლი.

“არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენ ოფიციალური ვიზიტით ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვიმყოფებოდით. იქ ნამდვილად აბსოლუტური უსაფრთხოებაა, არა მოჩვენებითი, ზომიერი სტუმართმოყვარეობა. სამუშაოდ ყველა პირობა არის შექმნილი. გაისეირნეთ ქალაქში თუნდაც ერთი დღით. ისწავლეთ! შეხედეთ, რა მდგომარეობაში იყო ჩეჩნეთი ომის შემდეგ, ახლა კი არსებით პროგრესს ვხედავთ. მე არ მინდა ვთქვა, რომ კადიროვისგან გაკვეთილი უნდა აიღოთ, თუმცა არის რაღაც სასწავლი”  – განაცხადა რუსმა კომუნისტმა.