"რაც შეეხება "პირსისხლიან ჯალათ გახარიას", უნდა გადადგეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთელი სიმკაცრით დაისჯებიან 20 ივნისის მელიები, 7 ნოემბრის გველები და 26 მაისის მორიელები"

ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

მიხარია, ერთკაციან პარტიებს და ერთუჯრედიან არასამთავრობოებს პროპორციული არჩევნები რომ მოწონთ. კარგად შეინახეთ მათი აღფრთოვანებული კომენტარები და ორი წლის შემდეგ ვილაპარაკოთ.

ერთი კითხეთ ეკა გიგაურს, საერთოდ ხვდება, რაზეა საუბარი?

მაგათი ამბავი რომ ვიცი, ორი წლის შემდეგ თავის მართლებას დაიწყებენ, მაშინ პატარები ვიყავითო.

ის კი არა, რომ გახარია არ უნდა გადადგეს, პირიქით - კობახიძეც უნდა დაბრუნდეს სპიკერის სავარძელში და 2020-ის არჩევნები მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით უნდა ჩატარდეს, რათა ნებისმიერ მსურველ უპარტიო მოქალაქეს ქონდეს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლება.

არ ვარ არც იურისტი და არც კონსტიტუციონალისტი, მაგრამ ასე მგონია, რომ ჩანაწერი "...აირჩიოს და არჩეულ იქნას" აღარ ეხებათ მათ, ვისაც არ სურთ 250 ერთკაციანი და დისკრედიტირებული პარტიებიდან რომელიმეში გაწევრიანება.

ხოლო რაც შეეხება "პირსისხლიან ჯალათ გახარიას", იგი უნდა გადადგეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთელი სიმკაცრით დაისჯებიან 20 ივნისის მელიები, 7 ნოემბრის გველები და 26 მაისის მორიელები.

აი, ამის შემდეგ უნდა გადადგეს გახარია, გამოეცხადოს მადლობა და გამოეყოს ადგილი მთაწმინდის პანთეონში.

amo მადლობა!
5 წლის უკან
Maverick ყველაზე სწორი და სახელმწიფოებრივი ხედვაა რასაც გიორგი იაკობაშვილი აქვეყნებს, სწორედ მაჟორიტარულ არჩევნებითაა ერის შვილების მოსვლის საშუალება პარლამენტში, ხოლო პროპორციულით ვირიშვილების, 0%-იანი "პარტიების" "წევრთა", პარლამენტში შეხვარხვალების სახით!...
5 წლის უკან