20 წლის ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარიერას ესპანურ "გრანადაში" გააგრძელებს - ამის შესახებ ფეხბურთელის Facebook-გვერდიდან გახდა ცნობილი.
ის პოლონური "იაგელონიას" საკუთრებაა, ბოლო ერთი წელი კი იჯარის წესით გორის "დილაში" გაატარა.
ჯერჯერობით ტრანსფერი თავად ესპანურ კლუბს არ დაუდასტურებია.
"გრანადამ" გასული სეზონი ლა ლიგა 2-ში მეორე პოზიციაზე დაასრულა და 2019-20 წლების სეზონს ლა ლიგაში გაატარებს.