ლეგენდარული იტალიელი მეკარე ტურინის „იუვენტუსში“ ბრუნდება. სენსაციურ ცნობას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
როგორც დი მარციო საკუთარ ვებგვერდზე ბუფონი ტურინული გუნდის ხელმძღვანელებს ესაუბრა და უკვე თანხმობა განუცხადა ვოიცეხ შჩესნის დუბლიორის როლზე.
შესაბამისად, დიდი შანსია, რომ ჯიჯი „იუვეს“, სადაც 17 წელი გაატარა, ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდეს.
ტრანსფერის წარმატებით დახურვის შემთხვევაში ბუფონი „იუვესთან“ 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მომავალ წელს კარიერას დაასრულებს. მერე კი, „იუვეს“ სტურქტურაში რომელიმე პოზიციას დაიკავებს.