საქვეყნოდ ცნობილმა კომპანიამ “ადიდასი” კონტრაქტი გააფორმა NBA-ს 2019 წლის დრაფტის სამ მონაწილესთან, რომელთა შორის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძეც იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ბითაძე მე-18 ნომრად “ინდიანა პეისერსმა” აიყვანა და მას შთამბეჭდავი დახვედრაც მოუწყო, “ადიდასის” ინტერესის სფეროში კი ასევე ჯარეტ კალვერი (“მინესოტა”, მე-6 ნომერი) და სეკოუ დუმბია (“დეტროიტი”, მე-15) მოხვდნენ.
“კალვერი, ბითაძე და დუმბია ნბა-ს ვარსკვლავთა მომავალ თაობას წარმოადგენენ და მიუთმენლად ველით იმ დროს, როდესაც ისინი “ადიდასის” სპორტსმენთა რიგებს შეუერთდებიან. დარწმუნებულოი ვარ, სამივე მათგანი მსოფლიო მასშტაბით კალათბურთის როლის განვითარებაში დიდ როლს ითამაშებენ”, - აღნიშნა Adidas Basketball-ის ხელმძღვანელმა კოფი ბრაუნმა.