ნეიმარი „ბარსელონაში“ გადასვლის შემთხვევაში, ხელფასის დაკლებაზეც თანახმაა

ნეიმარი „ბარსელონაში“ გადასვლის შემთხვევაში, ხელფასის დაკლებაზეც თანახმაა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა, ნეიმარმა, „ბარსელონასთან“ პირად შეთანხმებას მიაღწია - წერს Sport.es. გამოცემის ინფორმაციით, მხარეებმა ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. ბრაზილიელს აღარ დაუწყია მოლაპარაკრბები, რადგან კარგად ესმის რა რთული იქნება კატალონიური კლუბისთვის მისი გამოსყიდვა.

ის ხელფასის დაკლებაზეც დათანხმდა. დღეისათვის 27 წლის ბრაზილიელი, ლიონელ მესის შემდეგ, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია - წელიწადში მისი გასამრჯელო 36,8 მილიონი ევროა. „ბარსელონაში“ კი მისი ჯამაგირი 24 მილიონი იქნება.

გასულ კვირაში ესპანური მედია აღნიშნავდა, რომ „ბარსელონაში“ დაბრუნების გულისთვის ნეიმარი მზადაა ბოდიში მოიხადოს და აღაროს რომ 2017 წლის ზაფხულში „პარი სენ-ჟერმენში“ მისი გადასვლა შეცდომა იყო.