მადრიდის „რეალი“ ქალების საფეხბურთო გუნდს ქმნის, წერს El Mundo.
გამოცემის ცნობით, მომავალ კვირას „რეალის“ და ქალთა საფეხბურთო კლუბის „ტეიკონის“ შერწყმა მოხდება. გარიგება 300 ათას ევროდ არის შეფასებული. შერწყმის დასრულების შემდეგ გუნდი თამაშს ქალთა დივიზიონში გააგრძელებს.
გამოცემის ცნობით, „ტეიკონის“ ფეხბურთელები გუნდში დარჩებიან. „რეალი“ გეგმავს ქალთა დივიზიონის გუნდებიდან საუკეთესო ფეხბურთელების ყიდვას.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთის ჩემპიონატში ქალთა 16 გუნდი მონაწილეობს. „რეალი“ 1902 წელს დაარსდა. მადრიდელები ისტორიაში პირველად ქალთა გუნდს ქმნიან.
საგულისხმოა, რომ 1970 წლამდე ფეხბურთი განიხილებოდა სპორტის სახეობად, სადაც მხოლოდ კაცები თამაშობდნენ. ქალთა შორის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 1991 წელს გაიმართა.