ამ ინფორმაციას კატალონიური "სპორტი" ავრცელებს, რომელსაც "ბარსელონასთან" მჭიდრო ურთიერთობა აქვს - პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარი მზადაა, "ბარსაში" დასაბრუნებლად მისი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
კერძოდ, ბრაზილიელი ბონუსის მიღებაზე სასამართლოში შეტანილ სარჩელს გამოიტანს, სახალხოდ განაცხადებს ბლაუგრანაში გადასვლის სურვილის შესახებ და რაც მისგან ყველაზე მეტად გასაკვირია, გასამრჯელოს შემცირებას დათანხმდება.
ნეიმარმა უკვე განუცხადა პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას, რომ გუნდში არ დაბრუნდება.
"პარი სენ ჟერმენი" ნეიმარს 300 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს, "ბარსელონა" კი 100 მილიონის გადახდას და ნახევარმცველ კოუტინიოს უფასოდ გაშვებას შესთავაზებს.
ცნობისათვის, "რეალი" ნეიმარის ტრანსფერის განხორციელებას აღარ აპირებს.