ესპანელმა ფეხბურთელმა ფერნანდო ტორესმა კარიერა დაასრულა. „უზომოდ საინტერესო 18 წლის შემდეგ საფეხბურთო კარიერის დასრულების დრო დადგა“, - წერს ფეხბურთელი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
კარიერის მანძილზე ტორესი მადრიდის „ატლეტიკოს“, „ლივერპულის“, ლონდონის „ჩელსის“, იტალიური „მილანისა“ და იაპონური „საგან ტოსუს“ ღირსებას იცავდა. „ჩელსის“ შემადგენლობაში მან ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა და ინგლისის თასი მოიგო, „ატლეტიკოსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიაღწია და ევროპის ლიგა მოიგო. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ტორესმა 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი და 2008 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
საერთო ჯამში ტორესის ანგარიშზე 706 მატჩი და 252 გოლია.