ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სამ მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
UEFA მატჩების გამოტოვების ინიციატივით აპრილში გამოვიდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ დღეს განაცხადა.
UEFA-ს განცხადებით, ფეხბურთელი პარი სენ ჟერმენსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის შეხვედრისას მსაჯის მიმართ შეურაცხყოფისთვის დაისაჯა.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხების შემდეგ ნეიმარმა შეხვედრის მსაჯობას სამარცხვინო უწოდა. ამის შესახებ ფეხბურთელმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
ნეიმარი პსჟ-ში 2017 წლის აგვისტოში გადავიდა.
მესიმ ბრაზილიელი ნეიმარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ხუთეულში დაასახელა.