იტალიის საფეხბურთო კლუბ "მილანის" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. როსონერის 2021 წლის 30 ივნისამდე მარკო ჯამპაოლო უხელმძღვანელებს, რომელმაც ამ თანამდებობაზე ჯენარო გატუზო შეცვალა.
51 წლის ჯამპაოლოს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში "ასკოლიში", "კალიარიში", "სიენაში", "კატანიაში", "ჩეზენაში", "ბრეშიაში", "კრემონეზეში", "ემპოლიში" და "სამპდორიაში" უმუშავია.
გასულ სეზონში "მილანმა" 68 ქულით იტალიის ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა, რის გამოც გატუზოს წასვლა და კლუბის ხელმძღვანელებს ახალი მთავარი მწვრთნელის მოძებნა მოუწიათ.
ჯამპაოლოს დებიუტი როსონერიში 24 ივლისს, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის გათამაშებაში, მიუნხენის "ბაიერნთან" შედგება.