შემატებს თუ არა რამეს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეს ლევან ვასაძე, რატომ დაიწყო ლგბტ პირთა წინააღმდეგ მოძრაობა დასავლეთში და რატომ შერბილდა მსოფლიოში რუსეთის მიმართ მკაცრი ტონი ჩინეთის ფაქტორის გამო?! ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე ესაუბრა.
საჯაროდ დადებული ფიცი და მოლოდინი იმისა, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში იმძლავრებენ პატრიოტები და ლგბტ პირებს წალეკავენ. ემზარ კვიციანის სიტყვებით რომ ვთქვათ, ლევან ვასაძემ ქართველებს იმედი გაუჩინა. საინტერესოა, რას შემატებს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეს ლევან ვასაძე, თუკი ის პოლიტიკით დაინტერესდება?
- ვერ გეტყვით, რომ პოლიტიკაში მოდის ლევან ვასაძე, რადგან თვითონ, ყოველ შემთხვევაში, აფიქსირებს აზრს, რომ მას არ უნდა პოლიტიკა. აქ კეთდება აქცენტი იმაზე, რომ ის არის მართლმადიდებელი, მორწმუნე ადამიანი. ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ ეკლესიისგან გაისმა მოწოდება, ხელისუფლებამ არ დაუშვას ლგბტ პრაიდის ჩატარება, რადგან ეკლესიას მიაჩნია, რომ სოდომი და გომორი ყველაზე დიდი დანაშაულია. სხვათა შორის, სასულიერო პირებმა გააკეთეს განცხადება, რომ მათ ეშინიათ, ამის გამო ღმერთმა საქართველო არ დასაჯოს. ხშირად ვამბობ, რომ ქართული საზოგადოება გახლეჩილია. ახლაც ამ გახლეჩილ ფენებს კიდევ დაემატა სხვა ფენა - ისინი, ვინც არიან ლგბტ-ეების მომხრეები და, ასევე, მათი მოწინააღმდეგეები. სად არის აქ ზღვარი თავისუფლებასა და სხვა ადამიანის შეზღუდვას შორის?! არადა, ჩვენ ხომ კარგად ვიცით ოქროს წესი, რომ იქ თავდება შენი თავისუფლება, სადაც სხვისი უფლება იწყება და პირიქით. ქართული საზოგადოება საკმაოდ დიდი დილემის წინაშეა, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელია და არ მოსწონს ლგბტ ფენის მოქმედება. სულთმოფენობაზე წირვაზე გახლდით და ეკლესიაში ადგილი არ იყო, ეზოშიც უამრავ ხალხს მოეყარა თავი. რელიგიურ, მართლმადიდებელ ადამიანს, ცხადია, არ მოსწონს ლგბტ პირთა საქციელი. ამას ემატება სასულიერო პირთა ქადაგებაც, რომლებიც გმობენ სოდომურ ცოდვებს.
როდესაც ლგბტ პირები ე.წ. ღირსების მარშით აპირებენ ჩავლას ჩვენს ქუჩებში, ეს ზუსტად რუსეთის სასარგებლოდ ხომ არ არის გამიზნული, იმის საჩვენებლად, თითქოს დასავლეთი გარყვნილია? ლგბტ პირთა ქმედება სწორედ რუსეთის წისქვილზე ხომ არ ასხამს წყალს?
- მეც ასე ვფიქრობ. როდესაც მრევლის ნაწილი უარყოფითად აღიქვამს ამ პროცესებს, ის მორწმუნე ადამიანიც კი, ვინც ანტირუსული განწყობით გამოირჩევა, ძალაუნებურად ანტიდასავლური ღირებულებების მხარეს დადგება. ამიტომ ეს დასავლეთის ანტიპიარი გამოდის. თუმცა დავაკვირდეთ, დასავლეთშიც როგორი ტენდენციაა, იქაც დაიწყო ლგბტ პირთა წინააღმდეგ მოძრაობა. მაიკლ პენსის განცხადება იყო გუშინ, რომელმაც მხარი დაუჭირა ამერიკის პრეზიდენტს და თქვა, რომ ამერიკის საელჩოებზე უნდა იყოს მხოლოდ ამერიკის სახელმწიფო დროშა და არავითარი ლგბტ-ეების დროშა. პრაქტიკული თვალსაზრისითაც რომ მივუდგეთ, ქართველები ძალზე მცირერიცხოვანი ერი ვართ და დემოგრაფიის თვალსაზრისით, ლგბტ პირთა გააქტიურება არ წაგვადგება. ამის მიუხედავად, თუკი ლგბტ პირთა უფლებები დაირღვევა, მათ დასაცავად პირველი მე დაგვდგები, რადგან ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული. ნაცნობებიც მყავს ამ ადამიანებში, მაგრამ არა მგონია, მათი უფლებები ირღვეოდეს. პირიქით, სამსახურში ისინი არიან დაწინაურებულნი.
ფრანგული ფილმის არ იყოს, ადამიანი რომ მოიგონებს, თითქოს ლგბტ-ეა, რათა დაწინაურდეს. ლგბტ-ეებს გაცილებით მეტი ხელშეწყობა აქვთ, რადგან დამსაქმებელი, ადმინისტრაცია ითვალისწინებს იმას, რომ მათ შეუძლიათ იჩივლონ და დისკრედიტაცია დააბრალონ დამსაქმებელს. ამიტომ ისინი უფრო მეტად არიან დაცულნი.
მიუხედავად იმისა, რომ ლევან ვასაძე აქამდე ირწმუნებოდა, თითქოს პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებდა, რეალობა სხვაგვარ შთაბეჭილებას ტოვებს. ვასაძეს მხარს უჭერენ სასულიერო პირები, მას აქვს ნდობა ტრადიციების დამცველ მოსახლეობაში. თუ ის მართლაც შემოვა პოლიტიკაში, მოსახლეობის რა ნაწილი გაჰყვება და სასულიერო პირთა თანადგომა რა ძალას შესძენს?
- ხალხის ის ნაწილი, რომელიც მის ღირებულებებს იზიარებს, მის გვერდით დადგება. მაგრამ დღეს შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრო არ მისცემს კანონგარეშე ძალების ფორმირების საშულებას. თქვეს კიდეც, ეს „მხედრიონს“ გვაგონებსო.
კომბლების რევოლუციაზე კეთდება აქცენტი. ლგბტ-ეების დევნის საბაბით შეიძლება ქვეყანაში ქაოსი და ბუნტი დაიწყოს?
- ეს ყველაფერი არ უნდა გავიდეს სამართლის ფარგლებს გარეთ, თორემ მერე შეიძლება უმართავი პროცესები დაიწყოს და ვიღაცამ გამოიყენოს ეს პროცესი. აქ ხელისუფლების კვალიფიციური მოქმედება უნდა გამოჩნდეს, რათა სიტუაციის ესკალაციის საფუძველი არ შეიქმნას.
ბოლო პერიოდში პრორუსული ჯგუფების გააქტიურება შეინიშნება. ცალკეული ადამიანები არა მარტო ლევან ვასაძის უკან ხედავენ რუსეთსა და მის ინტერესებს, არამედ „პატრიოტთა ალიანსის“ გააქტიურების უკანაც. პრორუსული ძალების ინტერესი ხომ არ გამძაფრდება მას შემდეგ, რაც კარასინის განცხადება გაკეთდა ნატოს გაფართოების საპასუხოდ?
- რაც შეეხება კარასინს, საერთოდ, დიპლომატები ასეთ განცხადებებს საჯაროდ არ აკეთებენ, ის პირდაპირ დაემუქრა საქართველოს. პარალელურად, ჩვენ ვნახეთ, რა განცხადებები კეთდება თუნდაც იმავე ოპოზიციის მხრიდან, რომ რუსეთის ასეთი რიტორიკა პირველი არ არის და ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. სინამდვილეში, ამ რიტორიკამ ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. „ნაციონალების“ უაზრო ქმედებები იყო იმის შედეგი, რომ 2008 წლის ომამდე მივედით და დე იურედ ტერიტორიების აღიარება მოხდა რუსეთის მხრიდან. ამას დაუმატეს კიდევ კოდორის ხეობა. დღეს ამაზე აქცენტი არ კეთდება და ძირითადად კეთდება განცხადებები, რომ რუსეთს არ უნდა მოვუსმინოთ. კი ბატონო, ეს გასაგებია, შეიძლება, მეც ძალიან მინდა ნატოში გაწევრიანება, მაგრამ ხომ არის ობიექტური რეალობა.
მე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ და ვხედავ, რა პროცესები მიმდინარეობს თუნდაც ევროპაში - რუსეთს ხმის უფლებას უბრუნებენ ევროსაბჭოში. პარადოქსია, მაგრამ პოლონეთმაც კი მისცა ამას ხმა. გარდა ამისა, ტრამპი გაიძახის, რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობაო. ამის შემდეგ დავრჩებით პირისპირ ამ უდიდეს სახელმწიფოსთან - რუსეთთან, რომელიც ატომური ქვეყანაა. სულ რამდენნი ვართ? 2 მილიონნახევარიღა ვართ დარჩენილი, არავინ სხვისი გულისთვის საქმეს არ გაიფუჭებს, პოლიტიკა ძალიან ცვალებადი, დინამიური პროცესია, მზად უნდა ვიყოთ ამ გამოწვევებისთვის. პრორუსებს ვისაც ეძახიან, „პატრიოტთა ალიანსი“ პრორუსულობისკენ კი არა, მე მგონი, ძალიან კონსტრუქციული ქმედებებისკენ მოუწოდებენ ხალხს, რომ რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.
ამას წინათ ფეისბუკში დამიწერეს, თქვენც დაახლოებით იმას გვთავაზობთ, ებრაელებმა ფაშისტებთან ურთიერთობა დაამყარონო. მე არ ვეთანხმები ამ გამონათქვამს. იმ ადამიანებმა, რომლებიც ასე აფასებენ ამ პროცესებს, ჩემი აზრით, განათლება უნდა მიიღონ და სხვის ფულზე არ უნდა გაიყიდონ. დიალოგს ალტერნატივა მართლაც არ აქვს.
დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ სად იყო ნატოზე ლაპარაკი, როცა დსთ-შიც კი შევედით, მაგრამ რუსეთს გული ვერ მოვულბეთ და ვერც ოკუპირებული აფხაზეთი დავიბრუნეთ. თუ არ ვცდები, დასავლეთის თემა შევარდნაძის ბოლო პერიოდში წამოვიდა.
- ჩვენ შევედით დსთ-ში მაშინ, როცა უკვე დაკარგული იყო ეს ყველაფერი. გარდა ამისა, შევარდანაძის ფიგურა თამაშობდა მაშინ მნიშვნელოვან როლს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ელცინი დამოუკიდებელი ფიგურა არ ყოფილა. პოლიტიკა ძალიან რთული პროცესია. სხვათა შორის, ბისმარკი ამბობდა, ხალხმა არ უნდა იცოდეს, როგორ კეთდება პოლიტიკა და როგორ კეთდება ძეხვიო. ამას ვეთანხმები, პოლიტიკა ძალიან რთული პროცესია, რაც ზედაპირზე ჩანს, მის გარდა 99% დაფარული პროცესია. ჩვენს ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ, ახალგაზრდებს ვეუბნები, რადიკალიზმი მოგვსპობს.
რუსეთს რომ დაველაპარაკოთ, შესაძლოა, რამე გამონათება იყოს?
- არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით ადამიანებს საუბრის გარდა უკეთესი საშუალება არ მოუგონიათ. ჩვენ არ გვაქვს ძალა, რუსეთი ვაიძულოთ, რაღაც გააკეთოს, ამიტომ დალაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. კიდევ სხვა მექანიზმებიცაა, ლობიზმი და მილიონი რამ, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.
თქვენ ბრძანეთ, თვით პოლონეთმაც კი მხარი დაუჭირა რუსეთს. ამ დროს რუსეთს ყველასგან შერისხულად წარმოაჩენენ - ყირიმში შეჭრა, ასევე, უკრაინისთვის, საქართველოსთვის შექმნილი პრობლემები. რას მოიტანს უკვე მერამდენე მცდელობა, დათბობითი პოლიტიკით როგორმე გააკეთილშობილონ რუსეთი?
- რუსეთი ანგარიშგასაწევი ძალაა. ხომ ნახეთ, ყირიმის შესახებ სულ უფრო ნაკლებად ისმის. ამას წინათ ვკითხულობდი, კისინჯერი რომ ჩამოვიდა, რუსებს შესთავაზა, მეორედ ჩაატარეთ რეფერენდუმიო და რუსეთმა ამაზე უარი განაცხადა, ჩვენ ერთხელ უკვე ჩავატარეთ რეფერენდუმი და პოზიცია დავაფიქსირეთო. რუსეთის ირგვლივ მკაცრი ტონით ლაპარაკიც უკვე მინელდება, რადგან იცვლება სიტუაცია. ამერიკისთვის ჩინეთია პირველი ქვეყანა, რომელიც მას პრობლემებს უქმნის. ამერიკა ყოველნაირად შეეცდება, დაათბოს რუსეთთან ურთიერთობა. ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესება ამერიკის ინტერესში არ არის, რადგან ამერიკელების დოქტრინაა, არ შეიძლება ერთდროულად რუსეთთან და ჩინეთთან დაპირისპირება. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის დანგრევაში დიდი წილი ჩინეთის იყო, რადგან დათბა ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა და ჩინეთმაც მიიღო საბჭოთა კავშირის ნგრევაში მონაწილეობა. ასე რომ, გეოპოლიტიკური ცვლილებებია, ახლა ჩინეთია ძირითადი დაპირისპირებული მხარე. პატარა ქვეყანა რომ ვართ, მით უმეტეს უნდა ვიცოდეთ ტენდენციები, რაც მსოფლიოშია. ბიბლიურად თუ ვიტყვით, ყველაფერს თავისი დრო აქვს, როდის გააბნიო ქვები და როდის შეკრიბო. ბიბლია ყველაზე ჭკვიანური წიგნია და, თუ მისი სიბრძნით ვიმოქმედებთ, წარმატება გვექნება.
მუხლი 24
1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია,გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.
2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.
3. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.
4. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ რ ი ვ ი უ ს ა ფ რ თ ხ ო ე ბ ი ს უ ზ რ უ ნ ვ ე ლ საყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ს ხ ვ ა თ ა უ ფ ლ ე ბ ე ბ ი ს ა და ღ ი რ ს ე ბ ი ს დ ა ს ა ც ა ვ ა დ, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო უნდა დაეყრდნოს 24 მუხლის 4 პუნქტს და "თბილისი პრაიდის" ჩატარება უნდა აკრძალოს იმ მოტივით, რომ ამ ღონისძიებების გამართვა იქნება მრავლესობის უფლებების და ღირსების შეურაცხყოფა, რაც თავის მხრივ, უცილობლად გამოიწვევს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევას!
ეგრე, რა, თქვე დალოცვილებო, - თუ გინდათ, რომ მიიღოთ ნორმალური პასუხები, დაელაპარაკეთ ნორმალურ, მცოდნე და მოაზროვნე ადამიანებს!.. (სხვათა შორის, გაითვალისწინეთ, რომ "მცოდნე" და "მოაზროვნე" ხშირად განსხვავდება ერთმანეთისაგან!).
ინტერვიუერი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მისი სიმპათიები ლგბტ თემისკენაა...
ეს მისი საქმეა, მაგრამ მუშაობს მის წინააღმდეგ: კოლონტაის მიმდევარი, აღვირახსნილი და ჭკუანაკლული "ცნობადი" (რითი - ეს ცალკე საკითხია!) ქართველი ქალების გადმოგდებულ თეზას, რომ ლევან ვასაძე რუსეთის დაკვეთით ცდილობს საქართველოში სიტუაციის არევას, არ უნდა იზიარებდეს წესიერი და ჭკვიანი ჟურნალისტი! მიზეზი ძალიან მარტივია: არც ვასაძე და არც რომელიმე მისი თანამოაზრე არ შევარდნილან ჰომოსექსუალთა ოჯახებში და არ დაინტერსებულან მათი ინტიმური ცხოვრებით! - მათი შეკრება და გამოსვლა იყო ' რ ე ა ქ ც ი ა !
თუ ვინმეს მაიცდამაინც ინკრიმინირება სურს, უნდა დაიწყოს იმითი, ვინც პროვოცირება მოახდინა და არა იმითი, ვინც რეაგირებდა მასზე! - ეს ხომ ელემენტარული ლოგიკის ამბავია!
ხოლო, ჰომოსექსუალთა ე.წ. pride-ს (რა აქვთ "საპრაიდო", არ ვიცი!) თუ ეწინააღმდეგება ხალხი და ეკლესია (სწორედ ამ თანმიმდევრობით! რადგან მავანთ ძალიან უნდათ, საპატრირქომდე დაიყვანონ პროტესტის მასშტაბი), ამაში მაინცდამაინც რუსული "ნარატივის" და პუტინის ხელის დანახვა დიდი სიბრიყვეა (თუ გულწრფელია), ან დიდი ნაძირლობა (თუ შეგნებულად კეთდება)!
...ან, რატომ ვერ მოხერხდა მათი შემოსავლების გასაკონტროლებელი კანონების მოფიქრება?!
აგერ, გერმანიის შსს მინისტრმა ზეეჰოფერმა განაცხადა, რომ კანონები რთულად უნდა იყოს შექმნილი და ამაში არალეგალური არაფერიაო...მართალია, საქმე ემიგრაციის კანონებს ეხებოდა და მინისტრის მესიჯიც ცხადია ყველა იურისტისათვის გასაგებია.
მოკლედ, თუ ხელისუფლებას ამ ორ ძირითად ჯგუფთან, რომლებიც ერთმან ე თ ზე კუდებით არიან გადაფსკვნილი, მუდმივი
გამიშვი-გამაკავეს რეჟიმით ცხოვრება არ უნდა და მართლა რამის გაკეთება სურს... რატომ არ ამოსდო ამათ ლაგამი,ამას ამიხსნით ვინმე?
P.S. ინტერვიუსთან არა, მაგრამ აჟიტირებულ თემასთან და მასზე საზოგადოების რექციებთან არის მჭედრო კავშირში და მაინტერესებს :
1. რომელი უმაღლესი სასწავლებელი ამარაგებს საქართველოს "თეოლოგებით" ?
2. ამ სპეციალობაზე, ძირითადად, მენტალური პრობლემების მქონეთ იღებენ თუ "განსწავლის" პერიოდში ხდებიან ასეთები?
Serapina, აბსოლუტურად მართალი ხართ. როგორც წავიკითხე, პუტინმა აკრძალა ყველა
ა ს ო , რომელიც უცხოეთიდან ფინანსდებოდა. (ახლა ამ მაგალითის მოყვანასაც რუსოფილობაში ჩამითვლის რომელიმე ასო!.. რადგან ოკუპანტი თუ იტყვის, მზე აღმოსავლეთიდან ამოდისო, ჩვენ უნდა ვიძახოთ - არა, დასავლეთიდანო!)..
უბრალოდ, რეგულაციების შემოღებაა აუცილებელი და მყარი არგუმენტების წინასწარ მომწადება!!!(ამ რეგულაციებით წვდომა უნდა იყოს დამფინანსებლებზე)...
აბა დააკვირდით,რამდენი სახელმწიფოსთვის აუცილებელი საკითხის დისკუსია, ან კონფლიქტი იყო, სადაც ამ ასო-ების აღვირახსნილობის ფონზე,რა უგერგილოდ და უსუსურად ლუღ-ლუღებდა
ხელისუფლება!
თანაც,ერთსა და იმავე, ასეთ შეცდომებს,ისე მონდომებით იმეორებს ხელისუფლება, რომ შეცდომა რომ იყოს,უკვე რთული დასაჯერებელია.
ჰოდა, ასე წარმატებით ამ ორთან "თამაში ბაღჩა-ბოსტანში",ძვირად დაუჯდება ოცნებასთქო ვამბობ და...
აგერ,მოვა არჩევნები...
(აქ მოგოგმანე (დიაცივით ჭორიკანა
ხოხობივი თ)... იცით,რამდენი სულელი ჰყავს მიშას გამზადებული, ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად?!
(ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც).
მე, არც ივანიშვილის მინდა რამე და არც, ბუჩქებში შეყუჟულ მიშარასტებთან დისკუსიის სურვილი მაქვს!
(ბიძინისტები, კი არიან ხის ჩრდილში და ფუფუნებაში).
ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, აშშ-ს პრეზიდენტ, ბატონ დონალდ ტრამპს და არ დავეთანხმოთ მას... კერძოდ "ძირს ლგბტ დროშა, თავის ტარიანად!" ხოლო თუ ლგბტ აქტივისტები და მათი უფროსობა ძალიან გაიჭაჭება, გაირჭონ ერთ ადგილზე, თუნდაც ყოველდღე, გაიარ-გამოიარონ, აიარ-ჩაიარონ, ისეირნონ ან დავლურიც ჩამოუარონ ოღონდ გარჭობილით...
სხვათა შორის, ვურჩევდი არ გაირჭონ, ვფიქრობ, ძალიან, ძალიან მტკივნეული იქნება მათთვის!