„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა, ფრანგ ნახევარმცველ პოლ პოგბას, გაუმჯობესებული პირობების კონტრაქტს შესთავაზებს - წერს Daily Mail. გამოცემის ინფორმაციით, მანჩესტერელები მზად არიან მსოფლიო ჩემპიონს ჯამაგირად კვირაში 500 ათასი გირვანქა (დაახლოებით 560 ათასი ევრო) გადაუხადონ, რათა ის კლუბში დარჩეს.
ამჟამად პოგბა „მანჩესტერში“ კვირაში 290 ათას გირვანქას გამოიმუშავებს. მის მიმართ რამდენიმე დიდი კლუბი - „იუვენტუსი,“ „რეალი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ - იჩენს ინტერესს. ფრანგის მანჩესტრელებთან კონტრაქტს კი ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება.
გასულ სეზონში პოგბამ პრემიერლიგაში 35 მატჩი ჩაატარა, 13 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე პასით გამოირჩა.