ლეგენდარულმა ფრანჩესკო ტოტიმ 30-წლიანი საქმიანობის შემდეგ, საფეხბურთო კლუბი „რომა“ დატოვა.
კარიერის დასრულების შემდეგ ტოტი გუნდის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა რამდენიმე თვის წინათ, კლუბის პრეზიდენტთან, ჯეიმს პალოტასთან უთანხმოება მოუვიდა და მისი წასვლის ოფიციალურ მიზეზადაც ეს სახელდება.
თანამდებობის დატოვების შესახებ ტოტიმ იტალიის ოლიმპიურ კომიტეტში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტოტი რომაში მთელი კარიერის, 25 წლის განმავლობაში თამაშობდა და 786 შეხვედრაში მის ანგარიშზე 307 გოლია.