„შავგულიძის კამპანიაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო ბოკერია, ჯობდა, ბოკერია საერთოდ დამალულიყო“

„შავგულიძის კამპანიაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო ბოკერია, ჯობდა, ბოკერია საერთოდ დამალულიყო“

„ვერ ვიტან „ევროპულ საქართველოს“, მაგრამ პატივს ვცემ შავგულიძეს და „ევროპული საქართველოს“ გამო არ მინდოდა, შანსი წამერთმია შავგულიძისთვის. თუ ვინმეს შეუძლია ეს ორგანზომილებიანი განტოლება გაიგოს, მაშინ ის მიმიხვდება, რასაც ვამბობ. ხოლო, თუ ვინმე მხოლოდ ერთგანზომილებიანი განტოლებებით აზროვნებს, მაშინ რა თქმა უნდა, ვერ გამიგებს“,-აცხადებს For.ge-სთან საუბარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი.

არჩევნებამდელ პერიოდში ხელისუფლება ამტკიცებდა, რომქართული ოცნებისთვისეს უნდა ყოფილიყო პრესტიჟის არჩევნები. გამართლდა კი ეს სიტყვები?

- თუკი „ოცნება“ მოინდომებს, ცხადია, მათ შეუძლიათ, პრესტიჟულ არჩევნებად გააფორმონ ეს არჩევნები, თუმცა ეს უფრო შეშფოთების საგანი უნდა იყოს, ვიდრე პრესტიჟის. რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებაში“ საჯაროდ ილაპარაკებენ პრესტიჟსა და გამარჯვებაზე, მაგრამ, თუ მართლა დააპირებენ, გაანალიზონ, რაც მოხდა, მაშინ აღმოჩნდება, რომ არჩევნების შედეგები სულაც არ არის „ოცნების“ სასარგებლო. ამომრჩევლის 60% არჩევნებზე არ მივიდა და ეს ნიშნავს ორივე მხარის მკაფიოდ გამოხატულ მიუღებლობას, როგორც „ოცნების“, ისე „ევროპული საქართველოსი“ და მისი კანდიდატის.

ზოგადად, თბილისი ყოველთვის იყო პროტესტანტი იმ გაგებით, რომ არჩევნებზე თავის დამოუკიდებელ ხასიათს ამჟღავნებდა. ასე ხდებოდანაციონალთა“ დროს, ასევე მოხდა ახლანდელ მეორე ტურშიც.

- მთაწმინდა არ არის ხელწამოსაკრავი რაიონი, მთაწმინდელებს მეტ-ნაკლებად წარმოდგენა აქვთ, რა ხდება პოლიტიკაში. ეს რომ ყოფილიყო რომელიმე ღრმა პროვინციული რაიონი, სადაც საზოგადოება არაა დაინტერესებული პოლიტიკით, იქ შეიძლება ჩაგვეთვალა, რომ ადამიანების 60% იმიტომ არ მივიდა არჩევნებზე, რომ მათ არ იცოდნენ, რა ხდებოდა. თბილისელი ამომრჩევლის 60%-მა კი, ვინც არ მივიდა არჩევნებზე, ძალიან კარგად იცის, რაც ხდება. უბრალოდ, ეს არის შეგნებული მიუსვლელობა, რაც, წესით, შემაშფოთებელი ზარი უნდა იყოს „ქართული ოცნებისთვის“.

სხვათა შორის, ამ მიუსვლელობას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე და აღნიშნა, საერთაშორისო პრაქტიკისგან განსხვავებით, საქართველოში ამომრჩეველთა აქტიობა საკმაოდ მაღალიაო. ეს თავის დამშვიდების საშუალებაა?

- თუ თავს ამით დაიმშვიდებენ, უარესს მიღებენ. ვფიქრობ, „ოცნებაში“ ახლა უფრო შეშფოთებულნი არიან, ვიდრე ამას წარმოაჩენენ. საზოგადოდ, ახლა თავს იწონებენ, რომ გაიმარჯვეს, მათ ამის უფლება აქვთ, წარმატებაზე ხმამაღლა ილაპარაკონ, მაგრამ, სინამდვილეში, ეს მონაცემები ძალზე შემაშფოთებელია. ვიმეორებ, 60%-იც არ მივიდა, ხოლო 30%-მა „ოცნების“ წინააღმდეგ მისცა ხმა, თანაც საკმაოდ ბინძური კამპანიის კონტექსტში, რადგან შავგულიძე არ იმსახურებდა იმ ცილისწამებებს.

არაფერი უარყოფითი შავგულიძეს არ ჰქონდა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. თუ ვინმეს ჰქონდა რაიმე უარყოფითი, ეს ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, რადგან „ოცნებამ“ დააბრუნა ის მოსამართლეები, ვინც ეს საშინებელი გადაწყვეტილებები მიიღო. ეს იყო უსინდისო კამპანია, როცა თავისი ცოდვები შავგულიძეს აჰკიდეს და ამ ფონზე შავგულიძემ მაინც აიღო 38%. მიუხედავად იმისა, რომ შალვა შავგულიძემ და „ევროპულმა საქართველომ“ ვერ გაიმარჯვეს, მათ სერიოზული სიგნალი მიიღეს, რომ ასეთი ბინძური კამპანიის ფონზეც კი, მათ რაღაც პროცენტები აიღეს. ანუ, თუ ვინმემ შეიძლება ამ არჩევნებით ქულები ჩაიწეროს, „ქართული ოცნების“ გარდა შეიძლება ეს ქულები ჩაიწეროს „ევროპულმა საქართველომაც“.

შესაძლოა, შალვა შავგულიძე უმწიკვლოდ გამოიყურებაევროპული საქართველოს“ ფონზე, მაგრამ სანტერესოა, რატომ ჰქონდა შავგულიძეს მცდარი მოლოდინი, რომ ჩვენს ამომრჩეველს დაავიწყდებოდაევროპულ საქართველოშიგადმოპორტირებული ბოკერია, ღვინიაშვილი და სხვები? წარსულს ხომ არ ჩაბარდანაციონალურიცოდვები?

- ჩვენს ამომრჩეველს ეს რომ არ დაავიწყდა, ამიტომაც მისცეს ამ არჩევნებში ხმა ბოკერიას წინააღმდეგ. უღიმღამო და ნაცრისფერ ფიგურას - ლადო კახაძეს ეს ხმები არ მიუღია, მან ხმები მიიღო სწორედაც ბოკერიას გამო, რომ ბოკერია და მისთანანი ისევ არ მოსულიყვნენ ხელისუფლებში. ყველაზე დიდი შეცდომა შავგულიძის კამპანიაში ეს იყო ბოკერია, რომ ბოკერია იყო სწორედ შავგულიძის სახე. ჯობდა, ბოკერია საერთოდ დამალულიყო.

ამის მიუხედავად, შალვა შავგულიძეს 2020 წლის გეგმები კვლავაცევროპულ საქართველოსთანერთად ექნება. გირგვლიანის საქმის ადვოკატისთვის ხომ არ იქნება საუკეთესო გამოსავალი, რომ მან საკუთარ პარტიულ მხარდამჭერებზე (ბოკერიაზე და სხვებზე) უარი თქვას, ასევე, უარი თქვას სააკაშვილის თანადგომაზე?

- შავგულიძის შეცდომა სწორედ ეს იყო, მას შეეძლო, ზუსტად ასეთივე წარმატება მიეღო მხოლოდ „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდაჭერით, ან სხვა ისეთ ძალებთან გაერთიანებით, რომლებიც არ ასოცირდებიან არც „ქართულ ოცნებასთან“, არც „ნაცმოძრაობასთან“. ჩემი აზრით, მან წამგებიანი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ლოკომოტივად გამოიყენა „ევროპული საქართველო“. „ევროპულმა საქართველომ“ მას არაფერი შესძინა, პირიქით, წართვა, წააგებინა. დარწმუნებული ვარ, შავგულიძე მაინც წააგებდა ამ არჩევნებს, მაგრამ იგი უფრო სუფთა იქნებოდა. შეიძლება ცოტა მეტი პროცენტიც მიეღო, ანუ სადღაც 3%-ით მეტი. შავგულიძეს დიდ პატივს ვცემ, მე მთაწმინდის ამომრჩეველი ვარ, მივედი არჩევნებზე და არ ვმალავ, ხმა შავგულიძეს მივეცი. ვერ ვიტან „ევროპულ საქართველოს“, მაგრამ პატივს ვცემ შავგულიძეს და „ევროპული საქართველოს“ გამო არ ჩავთვალე, წამერთმია შანსი შავგულიძისთვის. თუ ვინმეს შეუძლია ეს ორგანზომილებიანი განტოლება გაიგოს, მაშინ ის მიმიხვდება, რასაც ვამბობ. ხოლო, თუ ვინმე მხოლოდ ერთგანზომილებიანი განტოლებებით აზროვნებს, ანუ ან შავს ხედავს, ან თეთრს, მაშინ რა თქმა უნდა, ვერ გამიგებს.

თქვენ ამბობთ, რომ ლადო კახაძე უღიმღამო ფიგურაა, მაგრამ, ფაქტია, „ქართული ოცნებისმეთაურს ის მოსწონს, როგორც კარგი თამადა, კარგი გინეკოლოგი. თავად ლადო კახაძესაც არ სურს, ახლანდელი თავისი საქმიანობით გადახაზოს ის, რაც აქამდე უკეთებია. როგორი იქნება მისი სამომავლო კარიერა?

- ისეთი, როგორც შევარდნაძის დროს იყო საკრებულოს თავმჯდომარეობისას. ვინმეს ახსოვს, რა გააკეთა? ასევე, დაამახსოვრებს თავს პარლამენტში ყოფნით და აითქვიფება იმ ნაცრისფერ მასაში, რაც დღეს არის პარლამენტში „ქართული ოცნების“ დარჩენილი დეპუტაციის სახით. იგი, როგორც კარგი თამადა, კვლავაც დარჩება, მაგრამ ის არ იქნება არც ცუდი და არც კარგი დეპუტატი. ვერ დაამახსოვრებს ხალხს თავს, როგორც დეპუტატი. ასე რომ, გვქონდა შანსი უღიმღამოს ნაცვლად პარლამენტში პრინციპული დეპუტატი შეგვეყვანა, მაგრამ მთაწმინდელების უმრავლესობამ უღიმღამო დეპუტატი არჩია პრინციპულ დეპუტატს. მე პარტიულ საკითხს გვერდით ვწევ, რადგან ჩემთვის მიუღებელია როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ევროპული საქართველო“, მაგრამ პიროვნებებს შორის ასეთივე დილემა მქონდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს, როცა ორივე გადავხაზე. ჩემთვის მიუღებელი იყო როგორც ზურაბიშვილი, ისე ვაშაძე. ამ შემთხვევაში კი, მე ვერ გადავხაზავდი შავგულიძეს, ეს ჩემს პრინციპებს შეეწინააღმდეგებოდა, რადგან ამით უარს ვეტყოდი პრინციპულ და კეთილსინდისიერ იურისტს მოხვედრილიყო პარლამენტში.

უ ც ხ ო :
"ამ შემთხვევაში კი, მე ვერ გადავხაზავდი შავგულიძეს, ეს ჩემს პრინციპებს შეეწინააღმდეგებოდა, რადგან ამით უარს ვეტყოდი პრინციპულ და კეთილსინდისიერ იურისტს მოხვედრილიყო პარლამენტში."

რამდენიმე წლის წინ რომ ბოკერიას დაჭერას ითხოვდა სულხან მოლაშვილის წამებაში მონაწილეობისათვის და ახლა სწორედ გიგა ბოკერიას პარტიიდან რომ იყრიდა კენჭს მთაწმინდაზე... თან, წარმოდგენა რომ არა აქვს, არიან თუ არა პოლიტპატიმრები ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი... ეს გახლავთ იურისტის პრინციპულობისა და კეთილსინდისიერების თვალსაჩინო ნიმუში!!! :))))
4 წლის უკან
უ ც ხ ო აი, ასეთი "პრინციპულები" რომ ხართ რესპები, იმიტომაც გაქვთ 1,5 %-იანი რეიტინგი:))
4 წლის უკან