„თუ დღეს შავგულიძე რომელიმე დამნაშავის გვერდზე დგას, ეს  შავგულიძის პრობლემა არაა, ეს ამ ხელისუფლების პრობლემაა, რომელმაც არ დასაჯა დამნაშავენი“

 „თუ დღეს შავგულიძე რომელიმე დამნაშავის გვერდზე დგას, ეს შავგულიძის პრობლემა არაა, ეს ამ ხელისუფლების პრობლემაა, რომელმაც არ დასაჯა დამნაშავენი“

ვინ მოიგო შუალედური არჩევნები მთაწმინდაზე? ამასთან დაკავშირებით ორგვარი შეფასებაა ხელისუფლებასა და ოპოზიციაში. ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ არჩევნების მეორე ტური კულტურულად ჩატარდა... სხვაგვარად ფიქრობენ ოპოზიციონრები, რომ ქურდებმა მოიგეს არჩევნები და ამ არჩევნებით ხელისუფლება შეერწყა კრიმინალებს, საარჩევნო უბნებზე გამოყვანილ ძველ ბიჭებს.

„თუ ფიქრობთ, რომ ქურდებმა მოგიგეს არჩევნები, დრო ხომ არ მოვიდა, საერთოდ წახვიდეთ პოლიტიკიდან და ქურდებს დაუთმოთ ასპარეზი?“ - ასე მიმართა ოპოზიციონრებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ.

იყო თუ არა ეს არჩევნები „ქართული ოცნების“ ტრიუმფალური გამარჯვება? ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

ციფრების თანახმად, რასაკვირველია, არჩევნების მეორე ტური მოიგოქართულმა ოცნებამ“ (61, 83%), ხოლოევროპულმა საქართველომდა შალვა შავგულიძემ (38,17%) ნაკლები შედეგი აჩვენეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის 60%-მა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, ალბათ, ეს არ ყოფილაქართული ოცნებისტრიუმფალური შედეგი. როგორ ფიქრობთ, ნამდვილად აქვს მმართველ გუნდს საზეიმოდ საქმე?

- რბილად რომ ვთქვათ, საამაყო არაფერი აქვს „ქართულ ოცნებას“. არა მგონია, ახლა არჩევნების გაყალბებაზე ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ, რადგან თვითონ პოლიტიკური პროცესია გაყალბებული ქვეყანაში და არა არჩევნები, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით პოლიტიკური კონფორმიზმის ეპოქაში, როდესაც ამომრჩეველი დაშორებულია პოლიტიკურ ელიტას. ჩვენს ელექტორატს არავინ მოსწონს, არც ხელისუფლება, არც ოპოზიცია. შესაბამისად, არჩევანს აკეთებს არა უკეთესი მომავლის იმედით, არამედ სულ სხვა მოტივაციით. ელექტორატის ასეთი არჩევანი ხელისუფლების ლუკმა ხდება ორი რამის გამო - ერთი, რომ რესურსები მთლიანად ხელისუფლებას აქვს მონოპოლიზირებული და არ უშვებს ალტერნატიული რესურსის გამოჩენას და, მეორე - ხელისუფლება ცდილობს, მეორე პოლუსის ალტერნატივის მაქსიმალურ კომპრომენტაციას. ამით ახდენს კონფორმიზმით შეპყრობილი ელექტორატის მიზიდვას. ახლა ვნახოთ, ამომრჩეველი როგორ ფიქრობს - მას არავინ მოსწონს და ორი ვარიანტი აქვს, ან სახლში დაჯდეს და არავის მისცეს ხმა, ან ორი უბედურებიდან ნაკლები აირჩიოს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ხელისუფლება ახერხებს, ელექტორატი მიიყვანოს არჩევნებზე -ვიღაცას რაღაცას ჰპირდება, ვიღაცას რაღაცით აშანტაჟებს. მთავარ პრობლემად კი რჩება, რომ ქვეყანაში იმ ტიპის ალტერნატივის ფორმირება ვერ ხერხდება, რომლის კომპრომეტირებაც რთული იქნება. სწორედ ეს არის ამ ხელისუფლების უპირატესობა, რომელსაც იგი მუდმივად იყენებს.

ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რასაც ხელისუფლება იყენებს, ისიცაა, რომნაციონალებისგანგანსხვავებით, „ქართული ოცნებამოსახლეობისთვის სახიფათო არ არის.

- კონფორმიზმი ამიტომაც ვახსენე. ეს ხელისუფლება არ არის ისეთი აგრესიული, როგორც იყო წინა. მართალია, დღეს ჭაობია და არ მოსწონთ ადამიანებს ეს ჭაობი, მაგრამ, მეორე მხრივ, არც იმისთვისაა ჩვენი ელექტორატი მზად, რომ ისევ წინა ხელისუფლება დააბრუნოს, რადგან მისგან უფრო მეტი აგრესია ახსოვს. ამ მანკიერ წრეში გვიწევს ცხოვრება და ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების ბრალი, ეს საზოგადოების ბრალია, რომელმაც ვერ მოახერხა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების თავის თავში გენერირება, ვერ ამოაგდო ვერაფერი, რომლის კომპრომენტირებაც რთული იქნებოდა.

ნუთუ უკეთეს შედეგს არ მოუტანდა შალვა შავგულიძეს, დამოუკიდებლად რომ ეყარა კენჭი და არ ყოფილიყო სააკაშვილის თანაგრძნობა მისდამი, რაც ჩვენი საზოგადოების ნაწილმა მიშასგან შავგულიძის ხელდასხმად აღიქვა?

- შავგულიძის პრობლემა იმაში იყო, რომ არჩევნებს სჭირდება გარკვეული რესურსი, რომელიც შავგულიძეს არ ჰქონდა. ეს არ არის მხოლოდ მატერიალური რესურსი, ეს არის პარტიული ინფრასტრუქტურა და სხვა. გარკვეული ტექნიკური სამუშაოა ჩასატარებელი არჩევნებისთვის, ყველაფერს კონტროლი სჭირდება. ეს რესურსები მას არ ჰქონდა, ამიტომ იძულებული გახდა, ასეთი ნაბიჯი გადაედგა. მაგრამ, რასაც აკეთებდა ხელისუფლება შავგულიძესთან დაკავშირებით, ეს იყო უკიდურესი ცინიზმი. ეს რა არჩევნები იყო და რა კამპანიას აწარმოებდნენ? ფაქტობრივად, ხელისუფლებამ შემოგვთავაზა არჩევნები არა შავგულიძესა და კახაძეს შორის, არამედ შავგულიძე-მურუსიძეს შორის. ამ კამპანიის განმავლობაში ხდებოდა მურუსიძის ჰეროიზაცია და შავგულიძის დემონიზაცია. ყველაფერი თავდაყირა დააყენა ხელისუფლებამ და რეალურ დამნაშავეზე გვეუბნებოდა, რომ ის გმირი იყო, შავგულიძე კი თურმე იყო დამნაშავე, რადგან დამნაშავეთა გვერდზე იდგა. დიდი ბოდიში, მაგრამ, თუ დღეს შავგულიძე რომელიმე დამნაშავის გვერდზე დგას, ეს შავგულიძის პრობლემა არაა, ისევ ამ ხელისუფლების პრობლემაა. თუკი ხელისუფლება თვლის, რომ ვიღაც დამნაშავეა, ხელისუფლების მოვალეობაა, დამნაშავე დასაჯოს, ნაცვლად ამისა, ხელისუფლება დამნაშავეებთან პარლამენტშიც ზის და სუფრებზეც ხშირად უნახავთ ერთად. შალვა შავგულიძის მიმართ ამ ტიპის ბინძური აგრესია შეურაცხყოფას აყენებს იმ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც გამოვიარეთ „ნაციონალების“ მმართველობის დროს. მათ შორის, მეც შეურაცხყოფას მაყენებენ, როდესაც ამაზე საუბრობენ. თუმცა გასაკვირი აღარაფერია, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას დღეს უკვე სახელმწიფოებრივი ამოცანები აღარ აქვს და მათი მთავარი ამოცანაა ნებისმიერი ფორმით ძალაუფლების შენარჩუნება. ყველა ის ტექნოლოგია, მანკიერება, რამაც 2012 წლის მოვლენების საფუძველი შექმნა, მმართველმა გუნდმა აითვისა, ისინი ამ ყველაფერს იყენებენ და, მე მგონი, თავისი რაღაცებიც დაამატეს.

თქვენ მიიჩნევთ, რომ შავგულიძე ობიექტურ მიზეზთა გამო დადგაევროპელ ნაციონალთაგვერდით, მაგრამ, თუ იმ პრინციპიდან ამოვალთ, რომ ღირსება არაფერზე არ იცვლება, ხომ არ ჯობდა, სულაც არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა შავგულიძეს, თუკი გირგვლიანის მკვლელების გვერდით მოუწევდა დადგომა? ეს შავგულიძის, როგორც ადვოკატის, საქმიანობის თავდაყირა დაყენებას, რევიზირებას არ ნიშნავს?

- ძალიან რთული სათქმელია. ერთი მხრივ, ასე ჯობდა, მაგრამ ეს ის სცენარია, რაც ხელისუფლებას აწყობს. საბოლოოდ ამით არაფერი შეიცვლებოდა, შალვა შავგულიძემ თავისი რთული არჩევანი გააკეთა, რომ რაღაც შანსი ჰქონოდა და გაებრძოლა ამ შანსისთვის. შალვა შავგულიძე მაშინაც ხელისუფლების განუკითხაობას ებრძოდა და ახლაც ხელისუფლების განუკითხაობას ებრძვის. ესეც ფილოსოფიური საკითხია, ვინ უფრო დიდი დამნაშავეა - უგულავა, ბოკერია, როგორც დამკვეთი, თუ მურუსიძე, როგორც შემსრულებელი, ანუ რიგითი ქილერი?! მე ვფიქრობ, ყველა ადამიანი შეიძლება შეიცვალოს, ამის შანსი ყველას აქვს. თეორიულად შესაძლებელია, ცუდი საქმის დამკვეთმა ჩათვალოს, რომ მისი ადრინდელი ნამოქმედარი შეცდომა იყო და დღეს კეთილსინდისიერ ადამიანებთან ერთად იმუშაოს, მაგრამ ქილერის შეცვლა ხომ შეუძლებელია? ქილერი მთელი ცხოვრება ქილერად რჩება.

ევროპელი ნაცებირომ არ იცვლებიან, ეს იქიდანაც ჩანს, რომ, როდესაც პოლიტიკურად უჭირსნაცმოძრაობას“, „ევროპული საქართველომის გვერდითაა.

- დიახ, მაგრამ ისინი აღიარებენ, რიტორიკულად მაინც ლაპარაკობენ, რომ ბევრი შეცდომა დაუშვეს, რომ გირგვლიანის საქმე, 7 ნოემბერი შეცდომა იყო.

 

thrgg@yahoo.com ეხ ხუხა, ხუხა. რაღაცას ურევ მგონი. შენ ისა სთქვი სადღაც ალტერნატივას თუ ხედავ უკეთესს. შავგულიძეს კი შენი გაპრავება არა სჭირდება, მან აირჩია ის გზა, რომელიც უნდოდა, საკუთარი სინდისისა და ნამუსის წინააღმდეგ. ცუდია მაგრამ ყველა გამოაჩენს ადრე თუ გვიან ვინ რას წარმოადგენს!!!
4 წლის უკან
სოციალისტი მოსახლეობის 60% -ს ბოიკოტი არ გამოუცხადებია! რატომ ამძიმებთ სიტუაციას?! ამომრჩეველი ბრიყვებად რატომ გეჩვენებათ?! ამომრჩეველი ძალიან კარგად ხვდება თუ რა უმნიშვნელო იყო კვირის აჩევნები და დაეზარა საარჩევნო უბანზე წასვლა! ეს პრესა და საერთოდ მასმედია რომ არ ტეხდეს აჟიოტაჟს, რაღაც სულელურ თემებს არ აბუქებდნენ კიდევ უფრო ნაკლები მივიდოდა არჩევნებზე.
4 წლის უკან
tngh TV "პალიტრანიუსს" წარმატებით შეიძლება ეწოდოს ტ/კ "ხუხავიზია"... ამ კაცის "სიბრძნის" მხოლოდ მათ სჯერავთ. ქ-ნი ემა კი ისე შესჩიჩინებს თვალებში, როგორც II მსოფლიო ომის ფრონტიდან დაბრუნებულ ახლო ნათესავს. ხოლო იმას, რასაც ეს თვითმარქვია "მეგრანტე" ექსპერტი ქადაგებს, დემაგოგიაც აღარ ჰქვია. "ბოღმის" მორევში ჩავარდნილი კაცის სისულელეა მხოლოდ...
4 წლის უკან
tngh TV "პალიტრანიუსს" წარმატებით შეიძლება ეწოდოს ტ/კ "ხუხავიზია"... ამ კაცის "სიბრძნის" მხოლოდ მათ სჯერავთ. ქ-ნი ემა კი ისე შესჩიჩინებს თვალებში, როგორც II მსოფლიო ომის ფრონტიდან დაბრუნებულ ახლო ნათესავს. ხოლო იმას, რასაც ეს თვითმარქვია "მეგრანტე" ექსპერტი ქადაგებს, დემაგოგიაც აღარ ჰქვია. "ბოღმის" მორევში ჩავარდნილი კაცის სისულელეა მხოლოდ...
4 წლის უკან
tngh TV "პალიტრანიუსს" წარმატებით შეიძლება ეწოდოს ტ/კ "ხუხავიზია"... ამ კაცის "სიბრძნის" მხოლოდ მათ სჯერავთ. ქ-ნი ემა კი ისე შესჩიჩინებს თვალებში, როგორც II მსოფლიო ომის ფრონტიდან დაბრუნებულ ახლო ნათესავს. ხოლო იმას, რასაც ეს თვითმარქვია "მეგრანტე" ექსპერტი ქადაგებს, დემაგოგიაც აღარ ჰქვია. "ბოღმის" მორევში ჩავარდნილი კაცის სისულელეა მხოლოდ...
4 წლის უკან
უ ც ხ ო :
ხუხაშვილის ლოგიკით, ვინაიდან ხელისუფლებას არ დაუსჯია ბოკერია და მისი გენმოდიფიცირებული ნაცები, შავგულიძეს სრული მორალური უფლება აქვს, დადგეს მათ გვერდით!
ე.ი. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რა იცის შავგულიძემ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის დანაშაულებრივი წარსულის შესახებ. მთავარია, წაუყენა თუ არა მათ ხელისუფლებამ ბრალი ოფიციალურად!
თუ არ წაუყენებია, ესე იგი კაი ხალხია და რატომაც არ უნდა ჩაეხუტო?!. მერე რა, რომ ადრე დანაშაულში ამხელდი მათ და პირდაპირ აცხადებდი ტელეეთერში, გიგა ბოკერია დასაპატიმრებელიაო!..
(შესაბამისად, პროკურატურამ თუ ბრალი წაუყენა ვიღაცას, შენ როგორი დარწმუნებულიც არ უნდა იყო მის უდანაშაულობაში, მის გვერდით არ უნდა დადგე, ხომ?).
გამოდის, არ უნდა გქონდეს საკუთარი მორალური კრიტერიუმები და ყურიც არ უნდა ათხოვო სინდისის ხმას (თუ გაქვს, რა თქმა უნდა), რადგან მთავარია სარგებელი!..
მაგრამ გარიგებას ყოველთვის არ მოაქვს მოგება. ხანდისხან ისეც ხდება, როგორც მოცემულ შემთხვევაში: - სახელიც გატეხილი და თავიც!
4 წლის უკან
Maverick მორცხვად ჩაუჩურჩულა კიკუ ხუხაშვილმა მანანა ნოზაძეს!
4 წლის უკან