„ტოტენჰემის“ ყოფილი მცველი და ლონდონის „ლეიტონ ორიენტის“ მთავარი მწვრთნელი ჯასტინ ედინბურგი გარდაიცვალა. ინგლისელი ფეხბურთელი 49 წლის იყო. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
3 ივნისს ედინბურგი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
„ლეიტონ ორიენტს“ ის 2017 წლიდან წვრთნიდა. ედინბურგის ხელმძღვანელობით ეროვნული ლიგა მოიგო.