„კოპა ამერიკაზე“ ნეიმარის ნაცვლად ბრაზილიის ნაკრებში ვილიანი ითამშებს. ამის შესახებ ცნობა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა.
ვილიანი „ჩელსის“ ნახევარმცველია. მას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია. 27 წლის ნეიმარი „კოპა ამერიკას“ ტრავმის გამო გამოტოვებს.
ბრაზილია, რომელიც ტურნირის მასპინძელია, პირველ მატჩს ბოლივიასთან მართავს. „კოპა ამერიკა“ 14 ივნისს დაიწყება და 7 ივლისამდე გაგრძელდება.