საქართველოს ისტორიაში პირველი ძალოსანი ქალი, მსოფლიო ჩემპიონი ანასტასია გოტფრიდი, კიდევ ერთი ტიტულის მფლობელი გახდა.
ანასტასია გოტფრიდი ევროპის 2016 წლის ჩემპიონად გამოცხადდა. ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო რიპსიმე ხურშუდიანი დაისაჯა. შესაბამისად, სომხეთის ოქრო საქართველოს მისცეს.
გოტფრიდი ახლა ევროპის ორგზის ჩემპიონია.