დე ლიხტისთვის ბრძოლაში ფავორიტი „პარი სენ-ჟერმენია“

დე ლიხტისთვის ბრძოლაში ფავორიტი „პარი სენ-ჟერმენია“

„აიაქსის“ მცველი და კაპიტანი, მატეის დე ლიხტი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, საფრანგეთში აღმოჩნდეს - გვამცნობს ESPN. წყაროს მტკიცებით, 19 წლის ჰოლანდიელის გადასაბირებლად ბრძოლაში ფავორიტი პარიზული კლუბია.

კლუბის ყოფილი სპორტული დირექტორი, ლეონარდო, რომელიც მალე კვლავ დაუბრუნდება პარიზელებს, აქტიურად ელაპარაკება ფეხბურთელის აგენტს, მინო რაიოლას. საფრანგეთის ჩემპიონის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ მიუხედავად დიდი კონკურენციისა „მანჩესტერ იუნაიტედის,“ „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ მხრიდან, ჭაბუკი ჰოლანდიელი მათი საკუთრება გახდება.

თავად დე ლიხტი, ისევე როგორც რაიოლა, მიიჩნევს, რომ პსჟ-ში გადასვლა მისთვის კარიერული წინსვლა იქნება.

დე ლიხტი „აიაქსში“ 2016 წლიდან თამაშობს.