გაუპატიურებაში დადანაშაულებული ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი რიო დე ჟანეიროს პოლიციამ გამოკითხა. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც მისმა ადვოკატმა თქვა, სპორტსმენი ბრალდებას უარყოფს და თავის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ Mastercard-მა ბრაზილიელი ფეხბურთელის ნეიმარის მონაწილეობით დაგეგმილი სარეკლამო კამპანია გააუქმა. ამის მიზეზი ფეხბურთელის მიმართ წაყენებული ბრალდებები გახდა.
ბრაზილიის პოლიციის ინფორმაციით, ქალი, რომელიც ფეხბურთელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ შემთხვევა საფრანგეთში ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. ის აცხადებს, რომ ნეიმარი სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო. შემდეგ სპორტსმენმა ის ბრაზილიიდან პარიზში ჩაიყვანა და მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებიც დაფარა. 15 მაისს საღამოს კი ნეიმარი სასტუმროში ნასვამი მივიდა და მასზე ძალა იხმარა.