ჯანი ინფანტინო FIFA-ს პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ის ორგანიზაციას მომდევნმო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ამის შესახებ Euronews-ი წერს.
49 წლის ინფანტინომ ეროვნული საფეხბურთო ფედერაციების სრული მხარდაჭერა მოიპოვა. ის ამ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო.
ჯანი ინფანტინო FIFA-ს პრეზიდენტად 2016 წლის თებერვალში აირჩიეს. მანამდე ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას იოზეფ ბლატერი ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა კორუფციული სკანდალის შემდეგ დატოვა.