ედი ვან ჰალენი საუკეთესოა

ედი ვან ჰალენი საუკეთესოა

რამდენიმე დღის წინ მუსიკალურმა გამოცემამ „Guitar World” ერთგვარი გამოკითხვის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

ჟურნალის მიერ ჩატარებულ ინტერაქტივში მონაწილეობა დაახლოებით 600 ათასმა მკითხველმა მიიღო. მათ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გიტარისტი უნდა დაესახელებინათ.

გამოკითხვა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და ოქტომბრის დასაწყისამდე მიმდინარეობდა.

ცნობილი გახდა, რომ დიდი უპირატესობით ჯგუფი „Van Halen”-ის დამაარსებელმა ედი ვან ჰალენმა გაიმარჯვა.

მეორე პოზიციაზე ბრაიან მეი აღმოჩნდა, მესამე ადგილზე კი ჯგუფი „Rush”-ის გიტარისტი ალექს ლაიფსონი გავიდა.

საუკეთესოთა ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.

ედი ვან ჰალენი, ბრაიან მეი, ალექს ლაიფსონი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯო სატრიანი, ჯიმი პეიჯი, ტონი აიომი, სტივ რეი ვონი, დამბეგ დარელ ებოტი, სტივ ვეი.