რამდენიმე დღის წინ, ავტოკატასტროფისას დაღუპული ფეხბურთელის ხოსე ანტონიო რეიესის ვაჟი კარიერას მადრიდის „რეალის“ იუნიორთა გუნდში გააგრძელებს. გამოცემა thesun-ის ცნობით, ის გარდაცვლილი ფეხბურთელის ერთადერთი შვილია.
გამოცემის ცნობით, 11 წლის ხოსე ანტონიო რეიეს ლოპესი ადრე „ლეგანესის“ იუნიორთა გუნდებში გამოდიოდა. ცოტა ხნის წინ, ამ გუნდთან ერთად მოიგო ეროვნული ტურნირი და თან საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ესპანელი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი 1 ივნისს დაიღუპა. 35 წლის სპორტსმენი ავტოავარიას ემსხვერპლა.
რეიესი ლონდონის „არსენალში“ 2004-2007 წლებში გამოდიოდა, სადაც „ოქროს პრემიერ ლიგა“ მოიგო და შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა. 2007 წელს ის მადრიდის "რეალში" გადავიდა, შემდეგ წლებში კი მადრიდის "ატლეტიკოს", „სევილიას“ და „ესპანიოლის“ ღირსებას იცავდა აღმოჩნდა. რეიესის უკანასკნელი კლუბი ესპანეთის მეორე ლიგის ბინადარი „ექსტრემადურა“ იყო.
კარიერის განმავლობაში რეიესმა თითო ჯერ ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონატები და ხუთჯერ ევროპის ლიგა მოიგო.