„რეალმა“ სერბი ცენტრფორვარდი დაიმატა

„რეალმა“ სერბი ცენტრფორვარდი დაიმატა

მადრიდის „რეალმა“ ლუკა იოვიჩის ტრანსფერზე მუშაობა დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ „სამეფო კლუბის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

21 წლის სერბმა ცენტრფორვარდმა გასულ სეზონში ფრანქფურტის „აინტრახტის“ მაისურით 48 მატჩში 27 გოლი გაიტანა.

იოვიჩის კარიერა ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ დაიწყო, საიდანაც ის 2016 წელს ლისაბონის „ბენფიკაში“ გადავიდა. პორტუგალიის ჩემპიონატის ორჯერ მოგების შემდეგ, იოვიჩი „აინტრახტში“ გადაბარგდა.

სერბეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იოვიჩმა 4 მატჩი ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, იოვიჩი „რეალთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს. მადრიდული კლუბი „აინტრახტს“ სერბი ფორვარდის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაუხდის.