„იურიდიულად და კარტოგრაფიულად ეს მონასტერი არის საქართველოს მხარეს, ამიტომ - რაღაცაში ხომ არ უნდა გავცვალოთ, არ არის ლეგიტიმური“

„იურიდიულად და კარტოგრაფიულად ეს მონასტერი არის საქართველოს მხარეს, ამიტომ - რაღაცაში ხომ არ უნდა გავცვალოთ, არ არის ლეგიტიმური“

დავით გარეჯა – ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ–ერთი თვალსაჩინო რელიგიურ–კულტურული ცენტრი, დღეს საქართველო–აზერბაიჯანს შორის ლამის, დაპირისპირების მიზეზად გამხდარა. დავით გარეჯის გარშემო განვითარებული მოვლენები ცვალებადია და როგორ განივითარდება პროცესები, რთული საპროგნოზოა. უდაბნოს მონასტერი ისევ დაკეტილია. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს მონასტერში შესვლის უფლებას არ აძლევენ. როდის გაიღება უდაბნოს მონასტერი, უცნობია.

საქართველოს ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რათა მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის. თუმცა ფაქტია ისიც, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დარღვეულია რიგი ხელშეკრულებები და კანონები, რომელიც საზღვართან დაკავშირებით უნდა გათვალისწინებულიყო.

როგორ შეიძლება მოგვარდეს საკითხი – ამ თემასთან დაკავშირებით for.ge დავით გარეჯის ლავრის არქიმანდრიტ კირიონ ონიანს ესაუბრა, რომლის განცხადებით, იმ რუკაზე, რომელსაც ორმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა, კარგად ჩანს, რომ მთა უდაბნო და უდაბნოს თხემიც მთლიანად საქართველოს მხარეზე არის.

როგორ ფიქრობთ, დრო და დრო რატომ ჩნდება პრობლემები და რატომ იკეტება გზა?

არქიმანდრიტი კირიონ ონიანი: ეს პრობლემები იმიტომ იწყება და იმიტომ დგება, რომ თვითონ საკითხი არის მოუგვარებელი. სანამ საკითხი არ მოგვარდება, ანუ საზღვრის თემა, იქამდე ყოველთვის იარსებებს ეს პრობლემა. მთავარია, არსობრივად მოგვარდეს საკითხი, ანუ ერთხელ და სამუდამოდ, დადგინდეს სად გადის საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის ზოლი.

დღეს ბევრს ეშლება, საზღვარი გონიათ უდაბნოს ქედზე, სადაც ამჟამად მდებარებოს ჩვენი მონასტერი. ეს საზღვარი არ არის, ეს არის სასაზღვრო ზონა. ზონის ცნება შეიძლება თავის თავში მოიაზრებდეს 500 მეტრიან, 2 კილომეტრიან სივრცეს. ვინაიდან ეს არის ზონა, ამ ზონაში საზღვარი სად გაივლის, თხემიდან რამდენ მეტრში, არავინ იცის და ეს უკვე დემილიტაციის კომისიის საკითხია.

მამა კირიონ, პრობლემის არსი საიდან მომდინარეობს?

– პრობლემა იქიდან მომდინარეობს, რომ საზღვარზე, რომელიც დღესდღეობით არის დაუდგენელი, სახელმწიფო პრინციპულად არ იცავს საკუთარ პოზიცებს. აზერბაიჯანელებს თავისთავად უჩნდებათ ის საცდური, რომ მათ ეს ტერიტორიები ჩათვალონ უყურადღებოდ, მიიღონ ეს შანსად, რომ ამის დაკავება შეუძლიათ და რატომაც არა. აქ ჩვენში არის საქმე, ჩვენ არ უნდა ვებრძოლოთ არც აზერბაიჯანის სახელმწიფოს და არც აქ მცხოვრებ აზერბაიჯანელებს.

პირველ რიგში ჩვენ, ქართველებმა ჩვენს თავს უნდა მოვთხოვოთ და მერე ქართველებმა ხელისუფლებას, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული პოზიციები, მეტი არაფერი. ბევრი ფილოსოფია და გართულება ამ საკითხს არ უნდა. მარტივია, ჩვენ ვირჩევთ ხელისუფლებას, რომელიც ვალდებულია დაიცვას ჩვენი სახელმწიფოებრივი, ეროვნული და სამოქალაქო ინტერესები.

მამა კირიონ, როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოსთან ერთად რაზე შეიძლება წავიდეს საპატრიარქო სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით? მაგალითად, საერთო სარგებლობის ზონად გამოცხადდეს დავით გარეჯის ტერიტორია, ან დავიბრუნოთ სადავო ზონა და სანაცვლოდ სხვა რამ გადავცეთ აზერბაიჯანულ მხარეს?

– რთულია მე, ერთმა ადამიანმა ვთქვა, რა პოზიციას დაიკავებს საპატრიარქო. რა პოზიცებით უნდა წარვსდგეთ ჩვენ, სახელმწიფო და ეკლესია, ეს ფართო მსჯელობის საგანია და ამ ტიპის მსჯელობა ჯერ არ ყოფილა საპატრიარქოში. მე ვთვლი, რომ საჭირო არ არის საკითხი დავაყენოთ ამ კუთხით – რას ვთმობთ და რას არ ვთმობთ. ეს ადგილები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - მონასტერი უდაბნო და უდაბნოს თხემი მთლიანად, თავისი ამ ორი მონასტრით, რომელსაც ჩიჩხიტურის მონასტერი ჰქვია, არ არის სადავო საკითხი, ვის მხარეს არის. იმ მასალებით, რაც დღეს საქართველოს და აზერბაიჯანს გააჩნია, რაზეც ორმხრივად მოვაწერეთ ხელი -  საზღვარი გავლებოდა ამა და ამ რუკის მიხედვით, მონასტერი ჩვენს მხარეს არის. ეს რომ იყოს მოუგვარებელი საკითხი, იურიდიულად ვერ ვარკვევდეთ, კარტოგრაფიულად არ ჩანდეს ვის მხარეს არის ეს მონასტერი, მაშინ გასაგებია, რაღაცაზე უნდა მოვილაპარაკოთ. მაგრამ აქ ეს საკითხი ასე არ დგას. მკაფიოდ, იურიდიულად და კარტოგრაფიულად ეს მონასტერი არის საქართველოს მხარეს. ამიტომ საკითხის ასე დაყენება, რაღაცაში ხომ არ უნდა გავცვალოთ, რა დავთმოთ, რა შევთავაზოთ, ჩემი აზრით, არ არის ლეგიტიმური.

აზერბაიჯანელი ისტორიკოსის იუნუს ნასიბლის განცხადებით, აზერბაიჯანმა საქართველოს უნდა დაუთმობს უდაბნოს მონასტერი, რომელიც 13 მეტრით დაბლა მდებარეობს, სანაცვლოდ ქართულმა მხარემ აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნოს განჯის კარი. მამა კირიონ, როგორია თქვენი პოზიცია, შესაძლებელია ამ საკითხზე დაიწყოს მოლაპარაკება და განჯის კარში გაიცვალოს სადავო მონასტერი?

– კიდევ გავიმეორებ – ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებით, ასევე იმ კარტოგრაფიული მასალით, რაზეც ხელი მოვაწერეთ ორივე სახელმწიფომ ერთმანეთთან, რომ საზღვარი გაივლებლოდა ჩვენს შორის, ყველა ამ მასალით მონასტერი უდაბნო არის ჩვენს მხარეს. ამის სათუობა არ დგება. სათუობა დადგა იმის გამო, რომ თვითონ ჩვენ არ ვიყავით აქტიურები ამ ტერიტორიების მიმართ. ამიტომ აზერბაიჯანმა ჩათვალა, რომ ჩვენ არ ვართ რა აქტიურები და ვართ პასიურები, მას ჰქონდა შანსი, რომ ეს მისთვის კულტურული სივრცე დაეკავებინა.

ჩვენთვის კი ეს არის კულტურულიც, ისტორიულიც და ამავე დროს სარწმუნეობრივიც. ჩვენი ერისთვის დავით გარეჯი არის უწმინდესი ადგილი, გარეჯელი მამების მოსვლის ადგილი, მამა დავითის უძველესი სენაკი მდებარეობს ამ მონასტერში, სადაც ის ყოველ ღამე ლოცულობდა, ამავე დროს აქ არის ქართული კედლის მხატვრობა. აზერბაიჯანისთვის ეს არის კულტურული სივრცე, რომ თავის კულტურულ არსენალში კიდევ ერთი დიდებული კულტურული მონასტერი და კულტურული ძეგლი დაიმატოს. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია ასეთი ულტიმატუმი, რომ განჯის კარი უნდა მივცეთ უდაბნოს მონასტრის სანაცვლოდ.

რა შემთხვევაში არის შესაძლებელი ასეთი ვერსიის არსებობა?

– ასეთმა ვერსიამ შეიძლება ირასებობს მაშინ, როდესაც საზღვარი არის გაურკვეველი, ტერიტორია დაუდგენელი და სადავო. ამ სადავოში როცა ჩემი ინტერესი არის მეტი, ვიდრე აზრებაიჯანის და მეუბნება, რომ რახან შენი ინტერესი ამხელა არის, მოვდივარ დათმობაზე, მე გაძლევ ამ ტერიტორიას, მაგრამ სანაცვლოდ მომეცი განჯის კარიო. ასე მარტივად ნუ შევხედავთ განჯის კარის საკითხს, ეს ჩვენი ერის ისტორიის დიადი ნაწილია. მეფე დემეტრემ განჯის კარები მოხსნა და საქართველოში ჩამოიტანა. ტყუილად არ ჩამოუტანია, ეს ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ძლიერების აღმნიშვნელია. ასე მარტივად ვთქვათ, რომ მოდით, რა პრობლემაა, რაღაცა ერთი პატარა კარია და გადავცეთ, ჩემი აზრით არ არის სწორი.

მაგრამ სახელმწიფოებრივ დონეზე როგორ მოილაპარაკებენ, არც ეს არის ჩემი ჩასარევი საკითხი და მე ვერ დავწერ პროგრამას, როგორ უნდა მოიქცნენ. მაგრამ ასე აგდებული დამოკიდებულება განჯის კარის მიმართებით, მე არ ვთლი, რომ სწორია. განჯის კარი არის ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი დეტალი, იგი დღეს მუზეუმშია და იმ ჩვენს დიად ეპოქას აღნიშნავს. ამიტომ, ასე მარტივად საუბარი განჯის კარებზე დაუშვებელია.

რაც შეეხება პოზიციას, რომ ქართველებს უნდა დავუთმოთ მონასტერი, სწორია. იმიტომ, რომ ეს ჩვენი სალოცავია. 23 წელია აქ ვარ, არ მახსოვს ერთი აზერბაიჯანელი ამოსულიყოს, სანთელს თუ არ დაანთებს და პირჯვარს არ გადაიწერს, ისე მაინც გაიაროს ამ ტერიტორიაზე, ასეთი არ არსებობს. ეს ჩვენი სალოცავია, ჩვენი ადგილია. დღემდე ქართველები ვლოცულობთ, ჩვენ ვანთებ სანთლებს, ჩვენ ვწირავთ, ჩვენ მოვილოცავთ და რაზეა საუბარი. როცა საუბარია მეზობლებს შორის ურთიერთობაზე, ვფიქრობ, ეს არ არის ნორმალური შენს სალოცავს გართმევდეს და გეუბნებოდეს, რომ არა ეს ჩემი სალოცავიაო – ყველა მეზობლობის კონტექსტს არღვევს ეს ყველაფერი.

როგორ შეიძლება პოლიტიკა მოვარიდოთ ამ საკითხს, უფრო აქტიურები ვიყოთ. დავით გარეჯის გარშემო განვითარებული მოვლენები საქართველოს პრეზიდენტს ბრალდება, რომელიც მონატრეში ამოვიდა, მოილოცა და აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დროა გავმიჯნოთ საზღვრები ისე, როგორც მეგობარ ქვეყნებს შეეფერებაო.

– ქალბატონმა სალომემ ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა, რომ მოილოცა მონასტერი უდაბნო. პრეზიდენტი ამოვიდა კულტურული ღონისძიების ფარგლებში, მხარი დაუჭირა ევროპანოსტრას მიერ მონასტერი უდაბნოს რესტავრაცია–რეაბილიტაციის საკითხს. მან მოინახულა მონასტერი და თქვა – „რაზე უნდა ვესაუბრო ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგას, სულ მინიმუმ, ეს ყველაფერი უნდა ვიცოდე და ეს ყველაფერი ნანახი უნდა მქონდეს. მე ვნახე, რა ტერიტორიებზე არის საუბარი და რა ღირებულების ისტორიული ძეგლია ჩვენი ერისთვის“.

სალომე ზურაბიშვილი უმაღლესი რანგის პირველი სახელმწიფო მოხელეა, ვინც ამოვიდა ამ ტერიტორიაზე, ნახა და მოილოცა ეს მონასტერი. კიდევ ერთი ნიუანსია ამაში, რატომ უნდა თანხმდებოდეს და რატომ უნდა იყოს პრობლემური, რომ საქართველოს პრეზიდენტი ადიოდეს მის ტერიტორიაზე, მისსავე ერის და კულტურის მიერ შექმნილ მონასტერში? არ მესმის რატომ უნდა იყოს ეს პრობლემა ჩვენთვის და აზერბაიჯანისთვის.

დღეს ოპოზიცია აჟღერებს ამ თემას და ისე აყენებენ საკითხს, თითქოს ამით პრეზიდენტმა რაღაცა დანაშაული ჩაიდინა. მე ასე არ ვთვლი, მან საკამოდ სწორი ნაბიჯი გადადგა – რაზეც საუბრობს და რაზეც უნდა ისაუბროს, ის ადგილი ნახა, შეხედა რა ადგილია, გაითავისა და თან, არავისთან არაფერი აქვს საკითხავი პრეზიდენტს მის სამშობლოში სად მივა და რას ნახავს.

trampi საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა თბილისში, ივნისში გაიმართება.

მისივე თქმით, კონკრეტული დღე, თუ როდის გაიმართება შეხვედრა, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

-----------------------------------------------------
აი ასე უნდათ აგორაონ, აგორაონ ეს თემა და მერე ნელ-ნელა სულაც მიაჩუმათონ

თანაც იძახიან ------- ხელი არ შეგვიშალოთ მოლაპარაკებებში, ჩუმად იყავითო.....

აი რომ გავჩუმდით იმიტომაც ,,არ იცის,, როდის გაიმართება ეს შეხვედრა.......


შაააათლახობას აქქქვს აქ ადგილი, შათლახობას და მამაძაღ/ლობას..
4 წლის უკან
trampi თან ეს მართლა ქაჯები ამ გარეჯის ამბებს, სალომეს აბრალებენ----- იმან აურია ყველაფერიო

კიდევ კარგი ,,აურია,, თორე ისიც არ გეცოდინებოდა, ვისი ვისსაშია
ეხლა ის მაინც ვიცით რომ გარჯი დასაბრუნებელი გვაქვს......
4 წლის უკან