ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპული ესპანელი ფეხბურთელი 237 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. ამის შესახებ გამოცემა Marca წერს.
პირველადი ვერსიით, ხოსე ანტონიო რეიესის ავტომანქანას საბურავი დაუზიანდა, რის გამოც სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ავტომობილში მისი ბიძაშვილები, ჯონათან რეიესი და ხუან მანუელ კალდერონი ისხდნენ. სამივე დაიღუპა.
35 წლის სპორტსმენი ავტოავარიას ემსხვერპლა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 1-ელ ივნისს გავრცელდა.
კარიერის განმავლობაში რეიესმა თითოჯერ ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონატები და ხუთჯერ ევროპის ლიგა მოიგო.