„სუვერენიტეტის განმსაზღვრელი ერთ-ერთი პირობაა, ვიცოდეთ, სად გადის ჩვენი საზღვრები, სხვა საუბარი ომისკენ მიმავალი გზაა“

„სუვერენიტეტის განმსაზღვრელი ერთ-ერთი პირობაა, ვიცოდეთ, სად გადის ჩვენი საზღვრები, სხვა საუბარი ომისკენ მიმავალი გზაა“

დავით გარეჯის პრობლემის გადასაჭრელად უამრავი რეკომენდაცია გაისმის: ერთნი გვთავაზობენ, ივანიშვილი დაელაპარაკოს ალიევს, მეორენი რადიკალიზმს მოითხოვენ, სიტყვებით „ხვალიდან SOCAR-ში აღარ ვასხამთ საწვავს“, „უარი ვთქვათ აზერბაიჯანიდან ენერგომატარებლების ტრანზიტზე და აზერბაიჯანის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შევუქმნათ, მესამენი დავით გარეჯისკენ მსვლელობას აწყობენ, ლოზუნგით, „გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია“...

ამ პოლიტიკურად აწეული ტემპერატურის ფონზე გასაოცარ სტოიციზმს ინარჩუნებს ხელისუფლება და უკვე მერამდენედ გვაიმედებს, რომ დავით გარეჯთან მიმართებით პროცესი დასრულდება იმ სულისკვეთების ფარგლებში, რომელიც არსებობს მოძმე ერებს შორის.

იმისთვის, რომ სიტუაცია ომამდე არ მივიდეს, ხავერდოვან გამოსავალს გვთავაზობს თეოლოგი ლევან აბაშიძე. For.ge-სთან საუბრისას თეოლოგი აცხადებს, რომ სიტუაციის გართულების აცილება იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი საქართველოს მხრიდან გამოირიცხება ყოველგვარი საუბარი ისტორიზმზე, ისტორიულ კუთვნილებაზე და საუბარი შეეხება მხოლოდ პოლიტიკას, თუ სად გადის საზღვარი. ამდენად, საზღვარი ზუსტად იქ უნდა გაივლოს, სადაც გადიოდა საქართველოს სსრ-სა და აზერბაიჯანის სსრ-ს შორის.

„ჩვენ ვიცით, რომ დავით გარეჯის დიდი ნაწილი საქართველოს სსრ საზღვრებში შედიოდა. უნდა ვეცადოთ, ეს საზღვრები შევინარჩუნოთ. თორემ განსხვავებული ლოგიკით ისეთ კონფლიქტში შევალთ, რომ მერე შეიძლება ყველაფერი დავკარგოთ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცივილიზებული ქვეყნები ისტორიული საბუთების საფუძველზე საზღვრებს აღარ ავლებენ. ეს არის თანამედროვე სამყაროს აქსიომა და, თუ გვინდა, ვიყოთ თანამედროვე სახელმწიფო, ამ აქსიომას უნდა გავყვეთ, ხოლო, თუ გვინდა, ისე იყოს, როგორც ასი წლის წინ და ვიდავოთ, ეს ტერიტორია ჩემია და ის შენია, მაშინ სხვაგვარი შედეგი დადგება. კაცობრიობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამას მივყავართ ომამდე და მაინც ვერავის ვერაფერს დავუმტკიცებთ. ცამდე მართალი რომ ვიყოთ, მიზანს ვერ მივაღწევთ. თუკი აზერბაიჯანის მხარეს დარჩება ერთი მონასტერი, მაშინ ხაზგასმით უნდა დაფიქსირდეს, რომ ეს არის საკაცობრიო კულტურის ძეგლი და იმ ძეგლს უნდა მოვუაროთ. ასე, ჩვენი ხახული და სხვა ძეგლებიც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა, ოშკი რომ ჩვენია, ეს ყველამ იცის, იქ წარწერებიც ქართულია, მაგრამ რა, დაგვიბრუნა ოშკი თურქეთმა?“-აინტერესებს ლევან აბაშიძეს.

მისივე განმარტებით, უკვე 30 წელია არსებობს დამოუკიდებელი საქართველო და, ცხადია, ჩვენ უნდა დავადგინოთ ჩვენი საზღვრები, რასაც ამბობს კიდეც ჩვენი პრეზიდენტი, მაგრამ მას არავინ უსმენს. თეოლოგის თქმით, სუვერენიტეტის განმსაზღვრელი ერთ-ერთი პირობა სწორედ ის არის, რომ უნდა ვიცოდეთ, სად გადის ჩვენი საზღვრები. ნებისმიერი სხვა საუბარი ომისკენ მიმავალი გზაა. ამიტომ საპატრიარქომ უნდა გააჩუმოს ის ეპისკოპოსი, რომელიც აქტიურ განცხადებებს აკეთებს დავით გარეჯთან მიმართებით. ზოგადად, ტერიტორიის გაცვლაზე დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ ეს პროცესიც ძალიან ძნელია, ერთს რომ გაცვლი, მერე შეიძლება მეორე ტერიტორია მოგთხოვონ, შემდეგ- მესამე, რადგან ტერიტორიის გაცვლა ძალიან ფაქიზი საქმეა.

„თუკი აზერბაიჯანი ალტერნატიული ტერიტორიის გადაცემას დაგვთანხმდება, რასაკვირველია, ეს კარგი იქნება და ღირს კიდეც ამ სახის მოლაპარაკებების გამართვა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე“, - აცხადებს თეოლოგი და შეკითხვის საპასუხოდ, რას მოგვიტანს აზერბაიჯანის ენერგომატარებლების ტრანზიტზე უარის თქმა, განმარტავს, რომ არსებობს ეკონომიკური ომი, მაგალითად, ამერიკასა და ჩინეთს ახლა აქვთ ეკონომიკური ომი, რაღაც ბერკეტი ამაში არის, მაგრამ რა ბერკეტი გვექნება ქართველებს, თუკი არ გავატარებთ აზერბაიჯანის ტვირთებს? ამით რაიმეს მოვიგებთ? ამით ხომ ჩვენც წავაგებთ, რადგან ამით არ დამთავრდება აზერბაიჯანის ეკონომიკა და ისინი ირანისა და რუსეთის გზით მოახდენენ ენერგომატარებლების ტრანზიტს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას ანალოგიურ ფაქტს იხსენებს, რომ, ერთი პერიოდი, ჩვენ სამტრედიაშიც ჩავკეტეთ რკინიგზა და ბლოკადა გამოვუცხადეთ საბჭოთა კავშირს, დღესაც დაახლოებით ამ ტიპის უგუნურებაა აზერბაიჯანული ენერგომატარებლების ტრანზიტზე უარის თქმა.

ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აზერბაიჯანული ენერგომატარებლების ტრანზიტზე უარის თქმა აბსურდულია, რადგან მარტო აზერბაიჯანი კი არ არის, არამედ იქ არიან უცხოური კომპანიებიც, „ბრიტიშ პეტროლიუმი“ და სხვა კომპანიები, მათ შორის, ამერიკული კომპანიებიც. ანუ მთელი დასავლური კომპანიები აზერბაიჯანშია, ამიტომ ცხელ გულზე განცხადებების გაკეთებას სჯობს, დააცადონ მუშაობა საზღვრის დამდგენ კომისიას.

რაც შეეხება „სოკარს“ და მის მიმართ გამოხატულ პროტესტს, ლიანა ჯერვალიძე აცხადებს, რომ „სოკარი“ ძალიან კარგი კომპანიაა, რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოში და იგი უმსხვილესი გადასახადების გადამხდელია, არც სპონსორობაზე ამბობს უარს.

thrgg@yahoo.com დააცადეთ ხელისუფლებას და თუ ვინმეს რამე შეგიძლიათ მიბრძანდით სადემარკაციო კომისიის წევრთან ან კომისაიში და წყნარად დაეხმარეთ. ამ თემის აჟიტირება აღარ არი საჭირო ხომ ხვდებით ყველანი. თქვენი აზრებიც იქ დააფიქსირეთ, ასე სჯობია თქვენთვისაც და ქვეყნისთვისაც პირველ რიგში!!!
4 წლის უკან
trampi ნაწილობრივ გეთანხმები.......ეხლა ცოტა ხნით მანამ დედალ მამალი გაირკვევა, სიწყნარე სჯობია...... მაგრამ ამ ხალხს ეხლა ეს ხმაური რომ არ აეტეხათ და ხელისუფლება იძულებული არ გაეხადათ, ამ პრობლემის მოგვარებისთვის მიეხედა, ეს ხელისუფლებაც ამ საქმეს წინა ორივით ისევ მიაფუჩეჩებდა და ,,კრება ისევ მხიარული დარჩებოდა,,

აგე მიშა რას ამბობს .(.სინამდვილეში ეს აღიარებითი ჩვენებაცაა)
"აზერბაიჯანი არის ქვეყანა, რომელმაც 2005-ში გადაგვარჩინა გაყინვას, გათიშა საკუთარი მოსახლეობის 60%-ზე მეტი, რათა საქართველოსთვის მიეცა დენი და სითბო" - რას სთავაზობს სააკაშვილი საქართველოს მთავრობას
რის სანაცვლოდ.,რის საანაცვლოდ.. გაგვიწია ასეთი დიდი დახმარება??? მუქთაააათ?? გჯერააათ??
აი სწორად მანდ არის ძაღლისთავი დამარხული...ეგ ამბავია გასაქექი
(სოკარის წილების ამბებიაო, არეშიძე ასე ამბობს )

ჰოოდა ,,ნაცვალს,, ესენიც მოძებნიდნენ....... თუ ესენი არ იზამდნენ??
რომ არა სალომე და ეს ხალხი, ეს პრობლემა კი აღარ იქნებოდა, არამედ ეგ მონასტერი ხვალ უკვე მეორე მხარეს ოფიციალურად აღმოჩნდებოდა
აბა იმათ ის იმოდენა გზა ტყუილად გაააკეთეს, თუ შეეეშალათ და შემთხვევით მოიყვანეს მანდ გზა??...
გჯერააა??
4 წლის უკან
სოციალისტი აბაშიძის პოზიციას ვერანაირად ვერ გავიზიარებ. მითუმეტეს სააკაშვილის მოროშილს ხალხის გათოშვის შესახებ 2005 წელში. ამ სულელური ლოგიკით ახლა აზერბაიჯანი რომ დაგვემუქროს, მარნეულის რაიონი აზერბაიჯანელებითაა დასახლებული და აზერბაიჯანის ტერიტორიაა, საზღვარიც იქ უნდა გავავლოთ თორემ ზამთარში გაზს გაგითიშავთ და გაქთოშავთ თქვენი გიაური ჭქკუაც მოვ--ო!!! მასინ რა ვქნათ, გადავცეთ მარნეული და კიდევ ნახევარი კახეთი და ქართლი?! არ შეიძლება ასე სულელური მსჯელობა. ირანს თავისი გაზისა და ნავთობისათვის ვერ უპატრონებია და აზერბაიჯანს დაეხმარება ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაში?! რუსეთი რას მოსთხოვს გაზის გატარების საფასურად იცით, არც მეტი არც ნაკლები პოლიტიკური სუვრენიტეტის დათმობა რომ მოსთხოვოს, მაშინ?! თუ ასეთ რამეს რუსეთი როგორ იკადრებს?! ასე , რომ სისულელეებს ნუ როშავთ!
4 წლის უკან
ნიკოლოზ ჩხეიძე მართალია. არც ირანს და არც რუსეთს აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტი არ სჭირდებათ და საბაცვლოდ აზერბაიჯანს ძალიან ძვირად დაუჯდება ალტერნატიი გზის ძებნა.
4 წლის უკან
უ ც ხ ო თეოლოგი ლევან აბაშიძე: "ზოგადად, ტერიტორიის გაცვლაზე დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ ეს პროცესიც ძალიან ძნელია, ერთს რომ გაცვლი, მერე შეიძლება მეორე ტერიტორია მოგთხოვონ, შემდეგ- მესამე, რადგან ტერიტორიის გაცვლა ძალიან ფაქიზი საქმეა."
უკაცრავად და, კარგად ხომ არის ეს კაცი?
მოცემულ შემთხვევაში, გაცვლა იმას ნიშნავს, რომ შენ მე მაძლევ შენთვის უსარგებლო, მაგრამ ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვან ისტორიულ ტერიტორიას, რომელიც ვიღაცების დაუდევრობისა თუ ცუდქართველობის გამო მოხვდა შენს საზღვრებში და მე გაძლევ ამაზე ბევრად დიდ (ასეთი პირობით მიდიოდა მოლაპარაკება პატიაშვილს დროს), სამეურნეოდ გამოყენებად ტერიტორიას, რომელიც ბევრად სასარგებლო იქნება შენთვის, ვიდრე ეს სამონასტრო კომპლექსი, რომელიც შენი არც ისტორიის და არც კულტურის ნაწილი არ არის! - რას ჰქვია, მერე მეორეს მოგთხოვს, მერე მესამესო!.. რა არასერიოზული მსჯელობაა ეს!

„თუკი აზერბაიჯანი ალტერნატიული ტერიტორიის გადაცემას დაგვთანხმდება, რასაკვირველია, ეს კარგი იქნება და ღირს კიდეც ამ სახის მოლაპარაკებების გამართვა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე“
"თუ დათანხმდება" ორმხრივ შეთანხმეას არ ნიშნავს? აბა, შეიძლება ჩვენ არ დავეთანხმოთ იმას, რასაც თვითონ ვეხვეწებით?
ხშირად ჰკითხეთ ჭკუა ამ კაცს! :)))
4 წლის უკან
უ ც ხ ო :
მეორე, კიდევ უფრო ჭკუის საკითხვი კაცი, "ექსპერტი" გია ხუხაშვილი უფრო შორს მიდის და მიაჩნია, რომ ამ საკითხის წამოწევა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საფუძველს იძლევა!..
რა უნდა ელეპარაკო ამ ხალხს?!
პირველი შემთხვევაა, როცა აზერბაიჯანი არ გვიშვებს ამ ტერიტორიაზე?!
ყველა მთავრობა რომ იმას ცდილობს, ნაცარი წააყაროს მუგუზლებზე, რომ არ ჩანდეს ხანძრის კერა - ეს არის გამოსავალი?!
რა მოითხოვა პრეზიდენტმა? - საზღვრები უნდა დავადგინოთო, ხომ?
მერე? არ არის მართებული?! არ უნდა ვიცოდეთ ჩვენი საზღვრები და სულ ამ დღეში უნდა ვიყოთ?!
4 წლის უკან
უ ც ხ ო :
პაატა ზაქარეიშვილს - ყოფილი ოპოზიცია და ანტიზვიადისტები როდემდე უნდა იყოთ დაკავებული სამტრედიაში რკინიგზის გადაკეტვის პროფანაციით?! ხომ ძალიან კარგად იცით, რომ ამ აქციას ჰქონდა კონკრეტული მიზანი: იმ არჩევნების დანიშვნა, რომელიც ჩატარდა ამ აქციის შემდეგ და რომლის ჩატარების წინააღმდეგიც ოპოზიცია იყო აბსურდული არგუმენტით - საბჭოთა ხელისუფლების მიერ დანიშნულ არჩევნებში არ მივიღებთ მონაწილეობასო!.. და ჩაატარეთ ალტერნატიული არჩევნები გლდანის თეატრის შენობაში, სადაც არჩევნების დღეს გამოცხადდა 86 ამომრჩეველი! :)))
სინამდვილეში, ოპოზიცია (მათ შორის რესპებიც) დარწმუნებული იყავით, რომ "მრგვალი მაგიდა" სასტიკად დამარცხდებოდა ამ არჩევნებზე და არ გინდოდათ გამსახურდიას მარცხის თანამონაწილეები ყოფილიყავით.
მაგრამ, როცა გაიმარჯვა და თქვენ ყველანი, თქვენივე ნებით, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდით, დაიბოღმეთ, - დაიხმარეთ რუსული სამხედრო ძალა და დაამხეთ ეროვნული ხელისუფლება.
ასე რომ, შეეშვით ყველანი ამ "სსრკ-ს ბლოკადაში მოქცევის" წაღმა უკუღმა სულელურ ტრიალს!
არანაირი პარალელი არ არის მანდ გარეჯის პრობლემასთან.
4 წლის უკან