თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - „საქართველოს ექნება ღრმაწყლოვანი პორტი - ოღონდ არა დიდი და ანაკლიაში, არამედ, შედარებით პატარა - და ფოთში“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - „საქართველოს ექნება ღრმაწყლოვანი პორტი - ოღონდ არა დიდი და ანაკლიაში, არამედ, შედარებით პატარა - და ფოთში“

შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“.

იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი.

პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის უკეთესია, ვიდრე ნახევრად ცარიელი, თუმცა რეალობა გვიჩვენებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების შანსები დღეს ისეთი დაბალია, როგორც არასდროს.

ამ სიტუაციაში ძალიან ძლიერია ამის ხელისუფლებაზე გადაბრალების ცდუნება, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი დროში დაემთხვა გაუგებარ სპეცოპერაციას „თი-ბი-სი-ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ. ეს იქნებოდა ძალიან მარტივი და კომფორტული - ხელისუფლებამ სპეციალურად, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე ჩაშალა სტრატეგიული პროექტის რეალიზება.

თუმცა, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დამთხვევა აღმოჩნდა, ხოლო პორტის მშენებლობის სავარაუდო ჩავარდნის მიზეზი სულ სხვაა.

საერთაშორისო ბანკები, რომლებმაც უნდა დააფინანსონ პროექტი, ითხოვენ შეუძლებელს. იმას, რაზეც არ წავა არც ერთი სახელმწიფო, რომელსაც აქვს მინიმალური პასუხისმგებლობის გრძნობა. ითხოვენ იმას, რასაც მეტ-ნაკლებად ცივილიზებული ქვეყნები არც კი განიხილავენ - კომერციული რისკების დაზღვევას.

მარტივი ენით რომ ვთქვათ, ამ პირობის თანახმად, საქართველის მთავრობამ უნდა დაფაროს 400 მლნ.-იანია კრედიტი იმ შემთხვევაში, თუ პორტი ვერ იმუშავებს სათანადო დონეზე და ვერ მოიზიდავს საკმარისი რაოდენობის ტვირთებს.

ანაკლიის პროექტი - საკმაოდ რთული და რისკიანია. ერთია - უკვე არსებული პორტის გაფართოება და მის მოდერნიზაციაში ინვესტიციების ჩადება, რადგანაც უკვე არსებულ ობიექტში ყოველთვის ნაკლებია ჩავარდნის რისკი - სულ სხვაა ცარიელ ადგილზე, არაფერზე - გიგანტური პორტის აშენება.

ნებისმიერი საქმე, რომელიც იწყება ნულიდან - გაცილებით უფრო რისკიანია, მით უმეტეს, ამხელა ობიექტი, რომელსაც არ ჰყავს გარანტირებული კლიენტურა და რომელსაც მოუწევს მაღალკონკურენტულ ბაზარზე თავისი ადგილის დამკვიდრება.

ინვესტორების შიშები გასაგებია - საუბარია 400 მლნ. დოლარზე, რომელიც უნდა წავიდეს სრულიად გაურკვეველი და ბუნდოვანი მომავლის მქონე პროექტის დაფინანსებაზე. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ვერც ერთი სახელმწიფო, მით უმეტეს ღარიბი, ვერ აიღებს თავის თავზე 400 მლნ.-დოლარიან გარანტიას.

ოფიციალურად - მოლაპარაკებები გაგრძელდება, რეალურად კი პორტის მშენებლობის პერსპექტივამ გაუკვეველი პერიოდით გადაიწია - ეს უკეთეს შემთხვევაში.

მოულოდნელად, როგორც იტყვიან, მოწმენდილ ცაზე, პრობლემები გაჩნდა იქ, სადაც არავინ ელოდა - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტში.

ერთი შეხედვით, მოხვდა ძალიან დადებით ფაქტი - მაგისტრალთან შეერთების სურვილი გამოთქვა რუსეთმა. სწორედ იმ რუსეთმა, რომელიც ყველანაირად ეწინააღმდეგება სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო პროექტებს, რომლებსაც მიიჩნევს, და სწორადაც, თავის კონკურენტად აზია-ევროპის მიმართულებაზე.

უცბად, ყველასთვის მოულოდნელად, რუსეთმა რადიკალურად შეიცვალა აზრი და გადაწყვიტა პროექტთან შეერთება, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია როგორც ფინანსური მოგების თვალსაზრისით, ასევე როგორც ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც იმარჯვებს საღი გონება და არა ბნელი იმპერიული ინსტიქტი.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იმპერიული მიდგომა არსად გამქრალა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რა მოხვდა და როგორ... თუმცა ყველაზე რეალისტურია შემდეგი სცენარი - რუსეთი დაჰპირდა პროექტის სხვა მონაწილეებს, რომ მიუერთდება ახალ მაგისტრალს იმ შემთხვევაში, თუ ლოგისტიკური ცენტრი, სადაც მოხვდება პლატფორმის შეცვლა, იქნება არა საქართველოში, არამედ თურქეთში.

პრაქტიკული თვალსაზრისით, მოსკოვისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს - სად გადავა სხვა ლიანდაგი - საქართველოში თუ თურქეთში. მაგრამ თავად აზრი, რომ საქართველო რამეში და სადღაც იქნება რუსეთისთვის თანასწორი პარტნიორი, თანაც მეტად, ვიდრე ამას მოითხოვს გადაუდებელი აუცილებლობა, სრულიად აუტანელია რუსებისთვის.

ვინმეს შესაძლოა ეს მიზეზი წვრილმანად მოეჩვენოს, თუმცა არა რუსეთს, რომელიც მოწამლულია მეზობლებისადმი იმპერიული ზიზღით.

როგორც ჩანს, ბაქო და სტამბოლი დათანხმდნენ ამ პირობაზე და ქართული მხარე არც კი დაპატიჟეს მემორანდუმის ხელმოწერაზე.

ეს არც არის დაუჯერებელი. თქვენით იმსჯელეთ რა არჩევანის წინაშე დააყენა რუსეთმა აზერბაიჯანი და თურქეთი. ერთ მხარეზეა რუსეთის შემოერთება პროექტთან, რომელიც არის ძალიან მომგებიანი ფინანსურად ყველა მხარისთვის.

რუსეთი, როგორც ბაქო-ყარსის მუდმივი, მსხვილი და სტაბილური კლიენტი - ამაზე უკეთესი რა უნდა ინატრო?

მეორე მხარეზეა უმნიშვნელო, სუსტი სახელმწიფო, რომელიც ვერაფრით დაიცავს თავის ინტერესებს გიგანტები გარიგებაში.

არჩევანი მარტივია - მიიღო რუსეთი როგორც პარტნიორი და გაწიო გვერდზე საქართველო, ან გაუწიო ანგარიში თბილისს და დაკარგო რუსეთი. როგორც ფიქრობთ, რომელია უფრო მისაღები ბაქოსთვისაც და სტამბოლისთვისაც? პასუხი, ალბათ ნათელია..

სუსტი - ყოველთვის იჩაგრება - ეს ბუნების კანონია.

თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ნახევრად სავსე ჭიქა ჯობია ნახევრად ცარიელს. საქართველოს ექნება ღრმაწყლოვანი პორტი - ოღონდ არა დიდი და ანაკლიაში, არამედ, შედარებით პატარა - და ფოთში. შეთანხმება უკვე მიღწეულია, ფული გამოყოფილია, ხარჯებიც ნაკლებია - პირველ ეტაპზე - 93 მლნ. დოლარი 400-ის ნაცლად.

ბაქო-ყარსიც ამუშავდება - ლოჯისტიკური ცენტრით თუ მის გარეშე, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს მაგისტრალი ამუშავდეს და იყოს მომგებიანი.

მეტი რა გითხრათ და რითი გაგახაროთ?

 

ნიკოლოზ ჩხეიძე სრული აბსურდია. სად ფოთი და სად ანაკლია. მასშტაბით და შესაძლებლობებით უზარმაზარი განსხვავებაა. როგორც სჩანს უკვე დაიწყო “ანაკლიის” პორტის შეჩერების გასაპრავებელი კანპანია. უკვე გასაგებია საითაც უბერავს ეს სიო. რუსეთი მაგრა მუშაობს.
4 წლის უკან
ნიკოლოზ ჩხეიძე ბმული ინფორმაცია ახლახანს გავრცელდა
4 წლის უკან