„ვინ დაესწრო ამ მოლაპარაკებას ამერიკაში? ვის უთხრეს, რომ ხელისუფლებაში ორზე მეტი ვადით დარჩენას არ მიესალმებოდნენ?“

„ვინ დაესწრო ამ მოლაპარაკებას ამერიკაში? ვის უთხრეს, რომ ხელისუფლებაში ორზე მეტი ვადით დარჩენას არ მიესალმებოდნენ?“

„ორპარტიული სქემა ამერიკაში, მე მგონი, უკვე 200 წელია მუშაობს. ცხადია, ეს სქემა საქართველოშიც იმუშავებს, მაგრამ ჩვენ ეს სქემა მძიმე შედეგამდე მიგვიყვანს“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, პოლიტიკოსი სოსო მანჯავიძე და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებობს მესამე ძალის შექმნის პოტენციალი.

ქართული ოცნებისყოფილი წევრები თვლიან, რომ ამ არჩევნების შემდეგოცნებასსაქეიფოდ ნამდვილად არ აქვს საქმე, რადგან ისევ მიხეილ სააკაშვილის არდაბრუნების შიშმა გადაწყვიტა არჩევნების ბედი. ამის მიუხედავად, მმართველ გუნდს აქვს განცდა, რომ მათ სანდრა რულოვსი შთამბეჭდავად დაამარცხეს და ეს მოხდა პოლიტიკურ წრეებში თითქმის უცნობი კანდიდატის მეშვეობით.

- საქართველოში დღეს ისეთი ვითარებაა, საქეიფოდ არ გვაქვს საქმე - ტერიტორიები დაკარგულია, ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, განვითარებისა და მომავლის პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია. ამიტომ საქართველოში ადამიანმა შეიძლება იქეიფოს მხოლოდ პირადი განწყობის გამო - ქორწილის, ან დაბადების დღის აღსანიშნად, თორემ ზარ-ზეიმი „ნაცმოძრაობაზე“ გამარჯვების აღნიშვნის გამო სასაცილოა. „ნაცმოძრაობა“ კიდევ რამდენჯერ უნდა დამარცხდეს, რომ გამუდმებით ვიზეიმოთ?! მით უმეტეს, წინასწარ ყველამ ვიცით, რომ „ნაცმოძრაობა“ არჩევნებზე დამარცხდება. ამიტომ ზედმეტი ეიფორია, ცოტა არ იყოს, უხერხულ განცდებს აღძრავს.

დღეს ზოგიერთები საუბრობენ, რომ ის, რაც მოხდა მთაწმინდაზე, 2020 წლის გენერალური რეპეტიციაა. მთაწმინდის არჩევნებით გამოჩნდა, რომ მმართველ გუნდს უფრო მეტი საპროტესტო განწყობა ექნება თბილისში, ვიდრე რეგიონებში?

- სინამდვილეში, ეს არ არის 2020 წლის მოდელი, რადგან თვითონ ეს კოალიცია, რომელიც ყალიბდება „ნაცმოძრაობისა“ და ბოკერიას ფრთის, ანუ „ევრონაცების“ გარშემო და კომპლექტდება არაპოპულარული პოლიტიკური სახეებით, სულაც არ იწვევს ენთუზიაზმს მოსახლეობაში. ამ ადამიანების მიერ გატარებული კურსი და იდეოლოგია ყველას კარგად ახსოვს და ეს იდეოლოგია ჩვენი ხალხისთვის მიუღებელია. მათი დემაგოგიური განცხადებები, რასაც ისინი გადმოუგდებენ ხოლმე მათ მიმართ უარყოფითად განწყობილ მოსახლეობას, ვერ იქონიებს მაკონსოლიდერებელ ეფექტს. მთაწმინდაზე ძალიან დაბალი აქტიობა იყო, შედეგიც ამგვარი დადგა. „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის ფიქსირებული რაოდენობაც იგივე დარჩა, ანუ 5600 კაცი, უბრალოდ, „ოცნებამ“ ვერ მოახერხა მომხრეებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყვანა.

მთაწმინდის მოდელზე როცა საუბრობენ, რა გარანტიაა, რომ 2020 წლისთვის მომხრეების მობილიზებას შეძლებსოცნებადა საარჩევნო პასიურობა არ გაგრძელდება? ექსპერტთა ნაწილი პროგნოზირებს, რომმიშა მოდისძახილი 2020 წლისთვის უკვე აღარ იმუშავებს.

- გააჩნია, 2020 წლისთვის როგორი პოლიტიკური ვითარება იქნება. შიშის ხელოვნური გაღვივება და ამის შედეგად ელექტორალური შედეგების მიღება არ არის კარგი პრაქტიკა, ეს არ უწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას. მსგავსი სქემის განმეორება და ხელსაყრელი შედეგის დადება მმართველი ძალისთვის 2020 წლისთვისაც არ იქნება პრობლემა, მაგრამ აქ მთავარია, რომ ამით ქვეყანას პრობლემა ექმნება. ორპარტიული სქემა ამერიკაში, მე მგონი, უკვე 200 წელია მუშაობს, ეს სქემა საქართველოშიც იმუშავებს, მაგრამ ჩვენ ეს სქემა მძიმე შედეგამდე მიგვიყვანს.

თქვენი თქმით, ყველამ ისედაც წინასწარ იცის, რომნაცმოძრაობააგებს დაოცნებაიგებს, მაშინ რატომ არ იცის ეს სააკაშვილმა და რატომ არ აქვთ შედეგები გათვლილი მის დამფინანსებლებს, რომლებიც ამდენ ფულს ყრიან მათთვის წამგებიან ქართულ არჩევნებში?

- მოდით, ასე ვთქვათ, დღეს სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ კარგად არიან მოწყობილნი ოპოზიციურ ნიშაში. აქედან გამომდინარე, მათ სხვა რა გზა აქვთ? მათ უნდა შეასრულონ ის როლი, რომელიც მათთვისაა განკუთვნილი. მათთვის ეს არ არის ფულის ფლანგვა, რადგან ისინი ინარჩუნებენ პოლიტიკურ ნიშას ოპოზიციაში. ზოგადად, ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია, ანუ პოლიტიკური სისტემის ნაწილი. ოპოზიცია უნდა არსებობდეს და ამას ხელს უწყობს კიდეც მთელი სახელმწიფო აპარატი და მმართველი ძალა. აქედან გამომდინარე, მმართველი ძალის დასუსტება, სანამ მთავარი ოპოზიციური ძალა „ნაცები“ და „ევრონაცები“ არიან, არ მოხდება. ამას თვითონ მმართველი ძალა არ დაუშვებს.

დავაკვირდეთ, რის ფონზე ჩატარდა ორივე არჩევნები. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა უაღრესად არაპოპულარული ნაბიჯების ფონზე, როდესაც მარიხუანას ლეგალიზაცია იყო ჩაფიქრებული, ხოლო მეორე არჩევნებს წინ უსწრებდა სასამართლოს თემა, სადაც პიარული თვალსაზრისით ხელისუფლებამ წააგო. თუ ხელისუფლება მაინცდამაინც ანალოგიურ არაპოპულარულ ნაბიჯებს არ გადადგამს, უარს იტყვის ლგბტ პირთა პრაიდის ერთკვირეულის ჩატარებაზე და, თუ უმართავ პროცესებს არ დაუშვებს, შეინარჩუნებს თავის მუდმივ ოპონენტად ორივე „ნაცებს“, მაშინ ამ ხელისუფლებას ძალაუფლების დაკარგვის პრობლემა არ ექნება.

დღესდღეობით პოლიტიკური ლანდშაფტი ასეთია ჩვენს ქვეყანაში - ეს არის „ქართული ოცნება“, ანუ სახელისუფლებო პარტია და მისი უცვლელი ოპოზიცია „ნაცმოძრაობის“, თუ „ევრონაცების“ სახით. მე მგონი, ყველამ კარგად იცის, რომ, ვერავითარ შემთხვევაში, „ნაცები“ და „ევრონაცები“ ხელისუფლებაში ვეღარ მოვლენ, ეს დაადასტურა უკვე ჩავლილმა არჩევნებმაც. ერთადერთი, რასაც ვიღებთ ამ პოლიტიკური ლანდშაფტის შედეგად, ეს არის ისტერიული, დესტრუქციული ფონი. „ნაციონალები“ როგორც ხელისუფლებაში ყოფნისას გამოირჩეოდნენ ავტორიტარიზმით, დესტრუქციულობით, დემაგოგიურობით, ისეთივე დარჩნენ ოპოზიციაშიც.

დღეს ოპოზიციური ფლანგის მონოპოლია მოხდა, ოპოზიციური ნიშა სწორედ „ნაციონალებმა“ დაიკავეს, შუა გაიკრიფა და მივიღეთ განუწყვეტელი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის. კიდევ პრობლემაა ის, რომ ქვეყნის განვითარების ფუნდამენტალური საკითხების მიმართ ამ ორი პოლიტიკური ძალის მიდგომები არ განსხვავდება. ორივეს უმკაცრესი ლიბერალური მიმართულება და დოგმები აქვთ აჩემებული და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში შეცვლილია სიტუაცია, საქართველოში არ ხდება ამ დოგმების გადახედვა.

დღეს საქართველოში ყოველ მეორეს რომ ჰკითხო, თვითონაა მესამე ძალა, ყველა იძახის, რომ სწორედ თავად არის რაღაც ახალი, ბუმბერაზი და ძლევამოსილი, ამ ფონზე მიმდინარეობს ლანძღვა-გინება და, ცხადია, ასეთ ვითარებაში ვერ შეიქმნება მესამე ძალა. არადა, არის ამის პოტენციალი და ეს შესაძლებელია მოხდეს, მაგრამ არსებული პოლიტიკური ლანდშაფტი თუ არ შეიცვლება, ცხადია, მესამე ვადაც გარანტირებული აქვს „ქართულ ოცნებას“ და მეოთხე ვადაც. ასეთი აზრიც მუსირებს და, ხშირ შემთხვევაში, ამ აზრის გავრცელებას ხელს უწყობს თვითონ „ქართული ოცნება“, რომ თითქოს რაღაც მოლაპარაკება არსებობს და ამ მოლაპარაკების შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ორი ვადის შემდეგ სხვას უნდა გადააბაროს ხელისუფლება.

ცალკეული ადამიანები მართლაც ირწმუნებიან, თითქოსქართულ ოცნებასდასავლეთში მოსთხოვეს, ხელისუფლება ბოკერიას გუნდს გადააბაროს. თქვენთვის რამდენად დამაჯერებელიაოცნებისმიერევრონაცებისთვისხელისუფლების გადაბარების ვერსია?

- გეთანხმებით, საუბარია „ევრონაცებზე“. ალბათ, სწორედ ამ აზრის გასაქარწყლებლად თქვა ბატონმა კობახიძემ, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩება და მეოთხე ვადითაც.

სხვათა შორის, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ ამ ხელისუფლების ორზე მეტი ვადით დარჩენას შეერთებული შტატები არ მიესალმება, მესამე წრეზე სიარული დასავლეთში ყოველთვის ეჭვებს იწვევს და სწორედ დასავლეთის მოთხოვნით წავიდნენნაცებიხელისუფლებიდან. ამდენად, არცოცნებასმოუწონებენ მესამე ვადით დარჩენას.

- რატომღაც ჩვენს პოლიტიკოსებს აბსოლუტურად არარეალისტურად ჰყავთ დასავლეთი წარმოდგენილი. ვინ დაესწრო ამ მოლაპარაკებას ამერიკაში? კონკრეტულად ვის უთხრეს, რომ ხელისუფლებაში ორზე მეტი ვადით დარჩენას არ მიესალმებოდნენ? შეიძლება, ვიღაცამ რაღაც რეკომენდაცია გასცა ამერიკაში, მაგრამ ამას არ ექნება ულტიმატუმის ხასიათი. საერთოდ, ძალაუფლების გადაბარება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ძალიან პრობლემურია. ნუთუ ვიღაცას ჰგონია, სააკაშვილმა შეგნებულად გადააბარა ძალაუფლება და არ უნდოდა ხელისუფლების შენარჩუნება?! ეს სისულელეა. არაფრით დათმობდა სააკაშვილი, რომ არ ყოფილიყო გარკვეული მოვლენები, მადისკრედიტირებელი საქმეები.

მაგრამ სააკაშვილი ხომ ნამდვილად აიძულა დასავლეთმა, დაეთმო ძალაუფლება?

- სააკაშვილი აიძულეს იმიტომ, რომ რევოლუცია დაიწყო ქვეყანაში. იმ პერიოდში არსებობდა ორი ფაქტორი - ხალხი ქუჩაში იყო გამოსული და ამას ემატებოდა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორიც. თორემ პოლიტიკური შტილის, სიწყნარის პირობებში, როდესაც ჩვენნაირ ქვეყნებში ხელისუფლებას ხელთ უპყრია საკომანდო სიმაღლეები, საკუთარი ნებით ხელისუფლების გადაბარების პროცესი ურთულესია, თუკი შიგნით, მმართველ პარტიაში არ დაიწყება მწვავე განხეთქილება. ამიტომ კონსპიროლოგიური აზროვნების შედეგია, რომ თითქოს ხელისუფლების ორზე მეტი ვადით დარჩენას ამერიკაში არ მიესალმებიან. როგორც წესი, ეს აზროვნება იმ ადამიანებისგან მოდის, ვინც კარგად არ იცის, რა არის პოლიტიკა, არ იცის ადამიანის ბუნება და კონკრეტულად საქართველოს სპეციფიკა.

 

 

Maverick საინტერსეო ახსნა-განმარტებებია, მაგრამ არავინ ამბობს რა, ვინ და როგორ უნდა შეიქმნას მესამე რეალური ძალა ყოფილი პოლიტიკანების გარეშე.
ყველა ერიდება იმის თქმას რომ ამას ფინანსები ჭირდება, რადგან ნებისმიერი პოლიტიკოსირაც არუნდა სუფთა იყოს საწყისი კაპიტალის გარეშე თავის თავს (მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტმა შეამსუბუქა დიდი სახსრების ფლანგვა) სრულყოფილად ვერ წარმოაჩენს, ხოლო მიმდევრებს და თანამზრახველებს რაც არ უნდა იდეურები იყვნენ, არასრულყოფილი მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ შემოიკრებს სიღარიბის გამო!
ამ შემთხვევაში მივედით იმ შემთხვევამდე სადაც "ძაღლის თავია ამარხული", ანუ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და საშუალო კლასის შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც სარქართველოს "დამოუკიდებლობის" მოპოვების დღიან ღვინიასავით გადაიჩეხა...
4 წლის უკან
Maverick Maverick უკაცრავად შესწორება:
საინტერსეო ახსნა-განმარტებებია, მაგრამ არავინ ამბობს რამ, ვინ და როგორ უნდა შეიქმნას მესამე რეალური ძალა ყოფილი დისკრედიტირებული პოლიტიკანების გარეშე.
ყველა ერიდება იმის თქმას რომ ამას ფინანსები ჭირდება, რადგან ნებისმიერი პოლიტიკოსი რაც არ უნდა სუფთა იყოს, საწყისი კაპიტალის გარეშე (მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტმა შეამსუბუქა დიდი სახსრების ფლანგვა) თავის თავს სრულყოფილად ვერ წარმოაჩენს, ხოლო მიმდევრებს და თანამზრახველებს რაც არ უნდა იდეურები იყვნენ, არასრულყოფილი მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ შემოიკრებს სიღარიბის გამო!
ამ შემთხვევაში მივედით იმ შემთხვევამდე სადაც "ძაღლის თავია დამარხული", ანუ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და საშუალო კლასის შექმნის აუცილებლობაზე, რაც არავის აწყობს დარომელიც სარქართველოს "დამოუკიდებლობის" მოპოვების დღიან ღვინიასავით გადაიჩეხა...
4 წლის უკან
უ ც ხ ო :
"ოპოზიციური ნიშა სწორედ „ნაციონალებმა“ დაიკავეს, შუა გაიკრიფა და მივიღეთ განუწყვეტელი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის. კიდევ პრობლემაა ის, რომ ქვეყნის განვითარების ფუნდამენტალური საკითხების მიმართ ამ ორი პოლიტიკური ძალის მიდგომები არ განსხვავდება. ორივეს უმკაცრესი ლიბერალური მიმართულება და დოგმები აქვთ აჩემებული და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში შეცვლილია სიტუაცია, საქართველოში არ ხდება ამ დოგმების გადახედვა."

- ეს არის ჭკვიანი კაცის მიერ დასმული ზუსტი დიაგნოზი იმ ქრონიკული (!) ავადმყოფობისა, რაც საქართველოს სჭირს.
სამწუხაროდ, ვერ ვხედავ კაცს, ვისაც შეუძლია მკურნალობის ხარჯები გაიღოს, ვინაიდან ამ შეძლების მქონემ, თავის დროზე, თვითონ შეჰყარა ეს ავადმყოფობა საქართველოს. მაშინ ამას უწყინარი სახელი ერქვა - "შუა უნდა გაიკრიფოს!"
შუა კი არ გაკრიფეს, გააუდაბნოვეს! და დღემდე გრძელდება ამ "შუას" აგრო-ქიმიური დამუშავება შხამქიმიკატებით, რომ იქ არაფერი აღმოცენდეს.
4 წლის უკან
tngh მესამე პოლიტიკური ძალა, რომ ქ-ნი ეკა ბესელია "ბრძენ" გ.ფოფხაძესთან და დ. ჭიჭინაძესთან ერთად ვერ იქნება, ცხადზე ცხადია. მესამე პოლიტიკური ძალა შეიძლება იყოს "პატრიოტთა ალიანსის" და "დემოკრატიული მოძრაობის" კოალიცია... თუ მათმა ლიდერებმა დაძლიეს საკუთარი ამბიციები და ქვეყნის სასიკეთოდ გადადგეს ნაბიჯი. მათ იმის შანსიც კი ექნებათ, რომ კოალიციური მთავრობის ფორმირებაში.
4 წლის უკან
უ ც ხ ო :
tngh, მეც სულ ამას ვიძახი... მაგრამ პირად ამბიციებს რომ თავი დავანებოთ (პარიტეტულ საწყისზე გაერთიანებას რა უდგას წინ, რომლის რეგალიები დაცვივდება ძირს!), პრო-იმისტური და პრო-ამისტური მასმედია გამუდმებით მუშაობს მათ შორის შუღლის, ურთიერთ-წაკიდების, მეტოქეობისა თუ დაპირისპირების ინსპირაციაზე! - ამასაც ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი ზემოთ - დღემდე გრძელდება ამ "შუას" აგრო-ქიმიური დამუშავება შხამქიმიკატებით, რომ იქ არაფერი აღმოცენდეს-მეთქი.
4 წლის უკან
tngh პატივცემულო უცხო!!! დროა, საზოგადოებამ კატეგორიულად მოვთხოვოთ "პატრიოტთა ალიანსს" და "დემოკრატიულ მოძრაობას" საარჩევნო ბლოკში გაერთიანება. მაშინ მივიღებთ, ჭეშმარიტად პატრიოტულ, ძლიერ III ძალას...
4 წლის უკან
უ ც ხ ო :
გეთანხმები - მხოლოდ ამათი გაერთიანებით შეიძლება შეიქმნას "მესამე ძალა"... თორემ ეს პაჭი-პუჭა პარტიები რომ იჩეკებიან ჭუპრებივით, არ გამოვა აქედან არაფერი. გამორიცხულია.
4 წლის უკან
sesili პირადად,სადაც იქნება სოსო მანჯავიძე.მივცემ ხმას-მჯერავს და უმაგრესი პოლიტიკოსია.მისი ძალა მის სიმართლეშია
4 წლის უკან