ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე მეორედ დამარცხდა

ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე მეორედ დამარცხდა

ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე მეორედ დამარცდა. ტურნირის მე-11 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე მაეგაშირა აბი იყო.

ლევან გორგაძეს ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად მხოლოდ 1 გამარჯვება სჭირდება. ნაცუ ბაშოზე სულ 15 ბრძოლა იმართება, შესაბამისად, დარჩენილი 4 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთის მოგებაც საკმარისია.