გია ცაგარეიშვილი -

გია ცაგარეიშვილი - "გპირდებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ვერსად დაემალებიან...

"თუ ჩვენ არ ვაპატიებთ ახალაიებს, მელნიკოვებს და სხვა ნაძირლებს, ვინც წამებაში ხდიდნენ სულს პატიმრებს თუ სხვა ადამიანებს, ეს იქნება არპატიება იგივე სააკაშვილისთვის - მინდა, რომ სწორად გაიგოთ: ეს ადამიანები მისი სხეულის ნაწილები არიან, მისი სისხლიან გარემოცვაში წამოზრდილი გოგო-ბიჭები არიან. მათი დასჯით, ჩვენ ვსჯით სააკაშვილს. ჩვენ მივდივართ აპოთეოზამდე, რასაც ჰქვია სააკაშვილის დასჯა. პირდაპირ ვერ მივადგებით სააკაშვილს და სამსჯავროზე ვერ გამოვიყვანთ - ჩვენ უნდა ვამხილოთ ის დანაშაულებრივი რკალი, რომელიც მან შექმნა", - აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი გია ცაგარეიშივილი გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "რევანშზე ნუ ფიქრობენ და ხელს ნურაფერში შეგვიშლიან, თორემ ერთი დაძახება უნდა ქართველ ხალხს! ერთი წინადადება რომ თქვას ბიძინა ივანიშვილმა - ჩვენი მონაპოვარი საფრთხეშიაო, ხომ წარმოგიდგენიათ, აქ რა მოხდება?!"

"სიახლე არ არის, რომ ჩვენ ვაპირებთ პარლამენტში შევქმნათ საგამოძიებო კომისია, რომელიც განიხილავს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს. სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი, ამას ჯერ ვიტყვი, უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ, თუმცა, რა თქმა მაქვს დიდი ეჭვი და საფუძველი, ეს დანაშაული მივა მიხელ სააკაშვილამდე. ძალიან მინდა ვიყო დროებით საგამოძიებო კომისიაში, რომლის სავარაუდო ხელმძღვანელი ცნობილია და ეს არის თინა ხიდაშელი. დარწმუნებული ვარ ყველა ბნელი კუთხე-კუნჭული, რომელიც ახლა დაფარულია საზოგადოებისთვის, იქნება გახსნილი და ყველასთვის თვალნათელი. აქვე გეტყვით, რომ ვინც დროებით საგამოძიებო კომისიაში არ გამოცხადდება და ჩვენებაზე უარს იტყვის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე პატიმრობას. ვერც ერთი ადამიანი ვერ გაექცევა იქ მისვლას, მათ შორის საქართფველოს პრეზიდენტი და რომ დაგვჭირდეს, იქით მივაკითხავთ მას და საქმეზე დავკითხავთ!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ცაგარეიშვილი.

"სააკაშვილი ჩემთვის პრეზიდენტი არც არასოდეს ყოფილა. იგი არის ვიგინდარა ადამიანი, რომელმაც შექმნა დანაშაულებრივი სინდიკატი. გპირდებით, რომ ვერსად დაგვემალებიან. მინდა გითხრათ, რომ ყველა ადგილი ვიცით, ვინ სად არის, ვინ გაიყვანა, სად ცხოვრობენ, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც და ევროპაშიც. ყველაფერი ვიცით რა წაიღეს, რამდენი თანხა აქვთ გატანილი აქედან! ეს ციფრი საკმაოდ დიდია - მე დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მათ წინააღმდეგ აღიძრება საქმე, გამოცხადდება მათზე შესაბამისი წესით ძებნა. 21-ე საუკუნეში არ მგონია, რომ ბრაზილიის ჯუნგლების ინდიელებში შეძლონ დამალვა - ეს ადამიანები ფუფუნებას არიან მიჩვეული, პარიზში, ლონდონში, რომში უყვართ სეირნიბა. მიჩვეული არიან კარგ ჩაცმა-დახურვას, სტრიპტიზ-კლუბებში სიარულს, ორგიებს. როგორც გგონიათ, ისინი სარდაფებში დაიმალებიან მთელი ამ ხნის მანძილზე? მართლმსაჯულების მსახვრალი ხელი ყველას მისწვდება! მოდის ზღვა ინფორმაცია, ჩვენ ყოველდღე ვიგებთ ისეთ რამეს, არც აქამდე არ გვსმენია შს სამინისტროდან, თავდაცვის უწყებიდან... გამომზეურდება ძალიან ბევრი სიბინძურე და არა მარტო იქ" - ამბობს რესპონდენტი.

"პარლამენტის ორი შენობა გვაქვს და არც ერთი არ ვარგა - სააკაშვილმა აგვისტოშივე იცოდა, არჩევნებს რომ აგებდა და გამოსავალი არ დაგვიტოვა. ახლა ვართ ტრაგიკომიკურ სიტუაციაში - ქუთაისში ჯერ მზად არაფერი არ არის, თბილის პარლამენტის შენობაში, ფაქტობრივად, ყველაფერი დანგრეულია. ერთ რამეს გეტყვით - სააკაშვილისა და მისი ნამსხვრევების მცდელობა, რომ ისინი აღდგნენ და იფიქრონ რევანშზე, ეს არის მათთვის კიდევ ერთი კრახი. ხელს ნურაფერში ნუ შეგვიშლიან, თორემ ერთი დაძახება უნდა ქართველ ხალხს, ერთი წინადადება რომ თქვას ბიძინა ივანიშვილმა - ჩვენი მონაპოვარი საფრთხეშიაო, ხომ წარმოგიდგენიათ, აქ რა მოხდება?! ამიტომ, ქართთველი ხალხის მოთმინება ნუ მოსინჯავენ ნურც სააკაშვილი, ნურც უგულავა. უგულავას ზონდერები გადაყავს პოლიციიდან, თავის დასაცავად გვარდიას ქმნის, მაგრამ ეს გვარდია ვერ უშველის. ბასიშვილისა და უდესიანი ზონდერები რომ გადაჰყავთ ამ გვარდიაში და დახელფასებული იყოლებათ ეს ხალხი, მათ ჰგონიათ, ჩვენ ეს არ ვიცით? ყველას გვარი და სახელი ვიცით. გპირდებით, რომ ყველას თავისი პასუხი გაეცემა", - დასძენს გია ცაგარეიშვილი.