ჩვენი საზოგადოების ნაწილის აზრით, ცალკეული ქართველი მომღერლები ცნობილი სოპრანოს, თამარ ივერის შემთხვევამ დააფრთხო და ამის გამო მათ 17 მაისს საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს.
როგორც ცნობილია, 17 მაისს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტია დაგეგმილი, რომელშიც ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. რამდენიმე მომღერალმა კონცერტში მონაწილეობაზე უარი განაცახადა, მათ შორისაა, თამარ ჭოხონელიძეც, რომელიც აქამდე პატრიარქის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა. დღეს თამარ ჭოხონელიძე ამბობს, რომ მას პატრიარქის მიმართ ისევ ის დამოკიდებულება აქვს, უბრალოდ, არ სურს ამ კონცერტში მონაწილეობის მიღება, რადგან მიაჩნია, რომ 17 მაისის კონცერტის ჩატარება დაპირისპირებას გაამწვავებს. კონცერტი სხვა დღეს რომ ყოფილიყო დაგეგმილი, თამარ ჭოხონელიძე მასში მონაწილეობაზე უარს არ იტყოდა.
თამარ ჭოხონელიძის უარმა საზოგადოების ერთი ნაწილის აგრესია გამოიწვია. ისინი აცხადებენ, რომ ჭოხონელიძე თამარ ივერის შემთხვევის გამო შეშინდა და აქ მთავარია კარიერული მომენტები.
ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ შეექმნა პრობლემები ცნობილ სოპრანო თამარ ივერს ლგბტ პირთა მისამართით გამოთქმული განცხადების გამო, როცა მან ლგბტ საზოგადოება ფეკალურ მასებს შეადარა. მოგვიანებით მომღერალმა ფეისბუკში განმარტა, რომ მისი აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ 2014 წლის 17 მაისს გეი აღლუმს თბილისში მართლმადიდებელი ეკლესიის ეზოს წინ უნდა ჩაევლო, იმავე დღესა და იმავე დროს, როდესაც იქ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია იმართებოდა. ამ განმარტების მიუხედავად, თამარ ივერს ევროპის რამდენიმე ქვეყნის ოპერამ კონტრაქტი შეუწყვიტა. ევროპელი მოქალაქეები აკრიტიკებდნენ თამარ ივერს და ოპერა „ავსტრალიას“ მიმართავდნენ ჰომოფობი მომღერალი სცენაზე არ გაეშვა. მომღერალთან ურთიერთობა გაწყვიტა ბრიუსელის ოპერა „ლა მონემაც“.
რაც შეეხება ახლანდელ 17 მაისს, თითქოს ცალკეული ადამიანები ცდილობენ, ამ თარიღის რევიზია მოახდინონ და არასწორად წარმოაჩინონ უწმინდესის გადაწყვეტილება, რომელმაც 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით განსხვავებულად ფიქრობენ ქართველი საზოგადო მოღვაწეები.
პოეტი ვაჟა ოთარაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩვენ ვართ უძველესი მართლმადიდებელი ქართველი ერი და საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ამიტომაც სახარების მოძღვრების დაცვა არა მარტო მე-17 საუკუნეში იყო საჭირო, როდესაც ჩვენი დიდი წინაპრები- გიორგი სააკაძე, ლუარსაბ წამებული, ქეთვან წამებული, თევდორე წამებული იცავდნენ სარწმუნოებას და ჩვენს რჯულს, ან კიდევ 1921-91 წლებში, როცა საბჭოური რეჟიმი და ბოლშევიკები ებრძოდნენ ქრისტიანობას, არამედ სახარების მოძღვრების დაცვა დღესაც საჭიროა ნეობოლშევიკი მამათმავლებისგან, იმ ხალხისგან, რომლებიც სოდომისა და გომორის ცოდვაში არიან ჩავარდნილნი და უნდათ, მთელი ერიც ამ ცოდვაში ჩაყარონ.
„არა მარტო 17 მაისი, არამედ ყველა დღე უნდა იყოს ოჯახის, ერის, ჩვენი სარწმუნოების დაცვის დღე. ეს არის აპოკალიფსური პერიოდი და ჩვენმა ერმა ეს პერიოდი ღირსეულად უნდა გადაიტანოს. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ არა მარტო ჩვენი თავი, არამედ მთელი მსოფლიო და სრულიად სამყარო ჩვენი ქცევით, მართლმადიდებლური აზროვნებით. ვისაც სატანისთვის აქვს სული მიყიდული, უნდა დაფიქრდეს, რომ ასე ნეობოლშევიკები იქცეოდნენ, რომლებიც ქმნიდნენ ე.წ. კოლექტიურ კომუნებს, სადაც მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ ვისთან იქნებოდა. ნეობოლშევიკები ეკლესიის გუმბათებიდან ჯვრებს გლეჯდნენ, ხატებს შეურაცხყოფდნენ და ამსხვრევდნენ, ბიბლიას, სახარებას წვავდნენ. ეს იმავე მოდგმის ხალხია, რომლებიც გაკვირვებას გამოთქვამენ, ჩვენმა ბრძენმა პატრიარქმა რატომ დანიშნა 17 მაისს ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღე“, - აცხადებს ვაჟა ოთარაშვილი და თამრიკო ჭოხონელიძის სიფრთხილესაც ეხმაურება.
პოეტის თქმით, ვისაც ქართული და ქრისტიანული გული უცემს, საპატრიარქოს კონცერტში უნდა მიიღოს მონაწილეობა. არ უნდა დაუგდონ ყური მასონური ორგანიზაციების მიერ თავსმოხვეულ იდეოლოგიას, რადგანაც არსებობს მარადიული ღირებულებები. ამ ქვეყნად არავინ დავრჩებით, როგორც იოსებ თბილელი ბრძანებდა მე-17 საუკუნეში, „არც ვინ დავრჩებით ამ ქვეყნად, ვინც რომ დედითგან ვიშვითა“. ამ სიტყვებს იოსებ თბილელი თევდორე კველთელს ათქმევინებდა. ამიტომ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მაღლა არის უფალი და დაბლა არის ღვთივკურთხეული, ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული საქართველო და ვიღაც სექსუალური მანიაკების, ლესბოსელების, მამათმავლების ფეხქვეშ სათელად არ უნდა იყოს საქართველო გადაქცეული.
„ჩვენ არ მივდივართ მამათმავლური სამყაროსკენ, ჩვენ არ გვინდა ისეთი დასავლეთი, რომელიც ქადაგებს სოდომ-გომორის ცოდვას. ჩვენ არ გვინდოდა ასეთი აღმოსავლეთი, რომელიც ხოსრო-მირზას დროს ქადაგებდა სოდომისა და გომორის ცოდვას. იმ პერიოდში საქართველოში ამის მიმდევრები არ აღმოჩნდნენ, დღეს კი რა ჯანდაბა დაემართათ?! თქვენ გგონიათ, ეს შემოტევა მარტო დასავლეთიდან იყო? არა, აღმოსავლეთიც გვიტევდა, იგივე შიიტური ირანი და სუნიტური თურქეთი ცდილობდა ჩვენში სწორედ ამ გზით, ნათესაური ქორწინებებით, სოდომ-გომორული ცოდვებით, სისხლის აღრევით, ჰარამხანული ცხოვრებით გაერყვნა და წაეხდინა ქართველი ერი. ჩვენმა ღვთის მოსავმა ერმა გაუძლო ამ გამოცდას. ეს უდიდესი ცოდვაა, ბიბლიაში ცალსახად წერია სოდომ-გომორის ცოდვასთან დაკავშირებით, ასევე, ბიბლიაში წერია, „ყოველმან ხემან, რომელმან არ გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედუას“. ბუმბერაზი რუსთაველი კი ბრძანებდა, „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. ეს ბოროტება ამოსაძირკვია და არა შესაწყნარებელი და კოჰაბიტაციისთვის განკუთვნილი“.
ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არავის არ ეკითხება, რას გააკეთებს ჩვენი ღვთისმსახური, ჩვენი უწმინდესი, უდიდესი პიროვნება ილია მეორე, რომელიც მარტო ეკლესიის მეთაური კი არ არის, არამედ მან იცის, რომ ჰაერივით და წყალივით გვჭირდება ოჯახური სიწმინდე, რადგან პატარა ერი ვართ, 3 მილიონიც არ ვართ.
„ჩვენი ოჯახური სიწმიდე სახელმწიფოს საფუძველია. თამრიკოს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ, თუ ჩვენი სიცოცხლე და მომავალი კარიერა ლგბტ პირებზეა დამოკიდებული, მაშინ რად ვართ ცოცხლები? მე ეს მიკვირს. არავის საქმე არ არის, რას გააკეთებს ჩვენი ერი. არ ვიცი, მომავალში რა იქნება, მაგრამ მე მინდა სიმშვიდე, სიწყნარე და თანხმობა ქათველებში“.
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დემოგრაფი ანზორ თოთაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისის გამოცხადება უწმინდესის უდიდესი სიბრძნეა. მისი თქმით, პატრიარქს შეცდომა არ მოსდის და ეს არის ჩვენი ბედნიერება. მიუხედავად იმისა, რომ უწმინდესი ხანდაზმული ასაკისაა, ჯანმრთელობის მხრივაც ყოველთვის კარგად ვერ არის, მისი გონებრივი შესაძლებლობები ძალიან კარგია, ამიტომ პატრიარქმა თავისი სწორი და შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილებებით მრავალ ხიფათს ბევრჯერ აგვაცილა.
„ლგბტ პირთა პროპაგანდამ ძალიან გაზარდა ამ ადამიანების რიცხვი. ეს ხომ ავადმყოფობაა. არ შეიძლება ამ თემის პროპაგანდა. მაგალითად, როცა მკვლელობებზე ვლაპარაკობთ, ფსიქოლოგიურად ეს უბიძგებს მკლელობის რიცხვის ზრდას. ცნობილი ფაქტია, ლონდონში ადამიანი მეტროში ჩავარდა და თავი მოიკლა, ეს ფაქტი იმდენად ხშირად ახსენეს, რომ ლონდონში გაიზარდა თვითმკვლელთა რიცხვი და სახელმწიფომ აკრძალა ამის ჩვენება. რამდენიმე დღის წინ, „რუსთავი 2“-ზე ვნახე „სხვა შუაღამე“. იქ გამოვიდნენ ახალგაზრდები და აღნიშნეს, კლუბ „ბასიანის“ დარბევიდან ერთი წელი გავიდა და არაფერი სასიკეთო არ კეთდებაო. რეალურად, ასეთ კლუბებში საშინელებები ხდებოდა, მათ შორის, ნარკოტიკებსაც მოიხმარდნენ. წლოვანთა თაობა ყოველთვის უკმაყოფილოა ხოლმე ახალგაზრდების ქმედებებით, მაგრამ ამ ახალგაზრდების მოსმენის შემდეგ ვიფიქრე, რა ეშველება ჩვენს ქვეყანას, მე აღარ ვიცი, საითკენ წაიყვანს ჩვენი ახალგაზრდობა საქართველოს. ფეისბუკმა და „რუსთავი 2“-მა ჯოჯოხეთი მოუწყო ჩვენს ხალხს, ისე გაკეთდა ყველაფერი, რომ ჩვენი ახალგაზრდობის შემობრუნებაც უკვე ძნელია. გვარამია ცდილობს, ყველაფერი დაანგრიოს და ამით ხელი შეუწყოს ყოფილი პრეზიდენტის მობრუნებას, რაც არ მოხდება. რაც შეეხება თამრიკო ჭოხონელიძეს, იგი წინათ შესანიშნავად მსჯელობდა. „ნაციონალების“ წლებშიც იმდენად კარგად ლაპარაკობდა, რომ წიგნი გამოვუშვი „რას ფიქრობენ ახალგაზრდები“ და იქ მისი ციტატაც მოვიყვანე. ახლა ამ ქალის ვერაფერი გავიგე. სამარცხვინო იყო მისი გამოსვლა ლგბტ პირების თემასთან დაკავშირებით, სადაც მან თითქოს უკან დაიხია. თამრიკოს შესანიშნავი ხმა ჰქონდა, საზოგადოება მას იცნობს, როგორც ამ სფეროს ღირსეულ წარმომადგენელს და სირცხვილია ახლანდელი მისი პოზიცია“, - აცხადებს ანზორ თოთაძე.
და ბოლოს, შეგახსენებთ, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საპატრიარქოს ორგანიზებით რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობა გაიმართება. სამებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს. ღონისძიება დასრულდება კონცერტით. საპატრიარქოს განცხადებით, ეს არის მშვიდობიანი ღონისძიება და არანაირი კავშირი არ აქვს აგრესიასთან, ეს არის ჩვენი საზოგადოების ტრადიციული ღირებულებების მხარდაჭერა.