ანტუან გრიზმანი მადრიდის „ატლეტიკოს“ ტოვებს. კლუბის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ფრანგი თავდამსხმელი თავის გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
„ატლეტიკოში“ 5 წელი გავატარე. მადლობა ყველაფრისთვის, თქვენ ჩემს გულში სამუდამოდ დარჩებით", - ამბობს გრიზმანი ვიდეოში.
გავრცელებული ცნობით, ის კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს.