ამერიკული გამოცემა bleacherreport NBA Draft 2019 წლის ახალ ვერსიას აქვეყნებს. რამდენიმე საათის წინ გავრცელებული სიის მიხედვით, გოგა ბითაძეს მე-20 ნომრად "ლოს ანჟელეს კლიპერსი" აიყვანს და "ბოსტონ სელტიკსს" გაუცვლის.
გოგას რომ დრაფტის პირველ წრეში აირჩევენ, ეს ნათელია, თუმცა საინტერესო სწორედ ის გახლავთ, თუ რომელ გუნდში წავა ქართველი ცენტრი. აქამდე, ძირითადად, "სან ანტონიოს" ვარიანტი სახელდებოდა.