„ლივერპულის“ ცენტრალური მცველი ვირჯილ ვან დიიკი პრემიერლიგის 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბის ვებგვერდზე ვკითხულობთ.
27 წლის ვან დიიკმა პრიზისთვის ბრძოლაში რაჰიმ სტერლინგს, ბერნარდო სილვას, სერხიო აგუეროს, მოჰამედ სალაჰს, სადიო მანეს და ედენ აზარს აჯობა.
მანამდე ჰოლანდიელი ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (PGA) სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
2018 წლის იანვარში ვირჯილ ვან დიიკი „ლივერპულში“ „საუთჰემპტონიდან“ გადავიდა სათამაშოდ. მასში საფეხბურთო კლუბმა 87 მილიონი ევრო გადაიხადა.
ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულმა მცველმა პრემიერლიგაში 37 მატჩი ჩაატარა.