კლაუდიო რანიერი „რომადან“ მიდის

კლაუდიო რანიერი „რომადან“ მიდის

საფეხბურთო კლუბ „რომას“ მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გუნდიდან მიდის. ის „რომას“ მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.

ამის შესახებ კლაუდიო რანირმა საფეხბურთო კლუბის Twitter-ზე დაწერა.

„მე მოვედი „რომაში“ რადგან რეაქცია მქონდა კლუბის სატელეფონო ზარზე, რომლის გულშემატკივარიც ვარ. საქმიანობას გუნდში სეზონის დასრულებამდე გავაგრძელებ“ - განაცხადა 67 წლის სპეციალისტმა.

სპეციალისტი კლუბში 2019 წლის მარტში მივიდა. მანამდე ის საფეხბურთო გუნდს 2009-2011 წლებში ხელმძღვანელობდა.

პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო, შესაძლოა იტალიური „რომას“ მთავარი მწვრთბელი გახდეს.

გამოცემა L’Equipe-ს ცნობით, - 56 წლის მოურინიო აწარმოებს მოლაპარაკებებს საფეხბურთო კლუბთან.