ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო წლებში საშუალოდ 5%-ით გაიზარდა, მაგრამ 2018 წელს მატებამ ერთბაშად 8% შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ გენერაცია ვერ ეწევა მოხმარებას და სულ სხვა რაღაცის ხარჯზე უნდა მოხდეს ელექტროენერგიის მიწოდების დაკმაყოფილება. განსაკუთრებით საშიში გახდა კრიპტოვალუტების მეშვეობით ელექტროენერგიის არანორნალური ზრდა.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი 23%-ით გაიზარდა და 208.869 მლნ კვტ.სთ შეადგინა.
ესკო-ს ინფორმაციით, გასულ თვეს საქართველო იმპორტირებული ენერგიით რუსეთიდან (64.778 მლნ კვტ.სთ) და აზერბაიჯანიდან (144.091 მლნ კვტ.სთ) მარაგდებოდა.
„გენერაციის მხარეს თუ შევხედავთ, 7 გენერაციის ობიექტი შევიდა ექსპლოატაციაში. ჯამური სიმძლავრე არის 65 მეგავატი და ზოგადად გენერაციაში ზრდა გვაქვს 2%-მდე.
მიუხედავად ამისა ქვეყანა ხდება იმპორტდამოკიდებული და ეს იმპორტდამოკიდებულება იზრდება წლიდან წლამდე, რადგან ადგილობრივი გენერაცია ვერ ეწევა მოხმარებას და იზრდება იმპორტი“, -აცხადებს სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა.
ეს რეალურად ასეცაა, რადგან 2016 წელთან შედარებით იმპორტი სამჯერ გაიზარდა. ეს კი სერიოზული სიგნალია იმისთვის, რომ ასე გაგრძელება არაფრით არ შეიძლება.
„30%-ს აღწევს კონკრეტულ თვეებში იმპორტის წილი, ანუ 30%-ით ვართ დამოკიდებული მეზობელი ქვეყნის ენერგომატარებლებზე. აქაც თუ ჩავრთავთ თბოელექტროსადგურების კომპონენტსაც, რომლებიც ასევე იმპორტირებულ გაზზე მუშაობენ, წარმოიდგინეთ რამხელაა ჩვენი ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე“, - განუცხადა „ბიემს“ მილორავამ.
ერთ-ერთი დიდი პრობლემა ბოლო წლებში კრიპტოვალუტა და მისი მაინინგია. სწორედ მისი გამომუშავებისა და მწირე თუ დიდი კრიპტოფერმების მეშვეობით მოიმატა არანორმალურად მოხმარების მაჩვენებელმა. არსებობს გაანგარიშება, რომ შარშანდელ 8%-იან მატებაში თითქმის ნახევარი ციფრული ვალუტის გამომუშავებაზე მოდის.
მარეგულირებელს არ აქვს ინფომაცია ელექტროენერგიის მოხმარების მთლიან მაჩვენებელში რამდენია ელექტრონული ფულის მაინინგის წილი, რადგან ცალკე ეს საწარმოები განსხვავებული კრიტერიუმებით არ რეგისტრირდებიან.
„ისინი განსხვავებულ რეგულაციაში არ ექცევიან, ამდენად ვიცით რამდენიმე მსხვილი მომხმარებელი და უნდა შევაფასოთ მათი გავლენა. მაგალითად ვიცით, რომ ერთ- ერთი მსხვილი მაინინგ საწარმო მოიხმარდა 300 მლნ კილოვატსაათს წლიურად.
წინა წლებში, როცა მაინინგის თემა საერთოდ არ იყო აქტუალური, მაშინაც მაღალი იყო ელექტროენერგიის მოხმარება, 5% -იანი იყო ზრდა. 8%-იანი ზრდა გვაქვს ბოლო წლებში, მოდით ვთქვათ, რომ ეს 3% არის მაინინგის ზრდა, თუმცა დადასტურებულად ამას ვერავინ იტყვის, მაგრამ მაინინგამდე ვიცით, რომ 5%-იანი ზრდა გვქონდა ელექტროენერგეტიკულ სექტორში“, - აცხადებს მილორავა.
ბუჩქებში ჩასაფრებულის პოზიციიდან არ ვიხსენებ...
მაშინ, ენერგეტიკის მინისტრი კალაძე იყო და მისი მოადგილე,ალბთ ისეთივე განსწავლული,როგორც მაშინდელი მინისტრი... ეს,ახლა მეორეხერისხოვანია.
მე, მიდგომებზე ვსაუბრობ ახლა.
მოკლედ, მინისტრის მოადგილე მაშინ თურმე მოლაპარაკებებს აწარმოებდა... და ზუსტად ისე, როგორც ახლა, პანკისის შემთხვევაში, თურმე მოსახლეობა თანახმას იყო და საქმე, ასო-ებმა არიეს.
ამ უკანასკნელს რომ ლაგამი ჭირდება, მეც გეთანხმებით, ოღონდ ამ ლაგამს, კანონი თუ უშველის... და არა ივანიშვილის შესაძლებლობებით აღფრთოვანებული ვინმე...
მოკლედ, მაშინაც, გამოდიოდა მინისტრის მოადგილე და ...ესაო ისაო, აქამდე თანახმას იყვენენ, შეხვედრები მქონდა და ყველაფერი გავარკვიეთო... მერე, იყო იქაური მოსახლეობის წივილ-კივილი და გახარებული მიშარასტების სახეები. მე, ეს აააარ გამხარებია! აქ დავწერე, რომ ვინმეს ჭკუა რომ ჰქონოდა, იმ სხდომის ოქმები და მოსახლეობის ხელმოწერები ერთ ფურცელზე მაინც ექნებოდათო... ეს, ქურდული გარჩევები არ არის, "-ჩავედი,ვესაუბრე და თანახმას იყვენენ!" ეს, სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობაა და... აქ, მოქცევის წესებს სახელმწიფო ადგენს.შესაბამისად, მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება...
ჰოდა, პანკისშიც ზუსტად იგივე გაიმეორეს!
კიდევ კარგი, შსს მინისტრს მაინც აღმოჩნდა გონება და ანალიზის უნარი. ჩემთვის, ნამდვილად,იშვიათი უნარების მქონე მინისტრის შთაბეჭდილება დატოვა , რაც რამდენიმე კრიზისული სიტუაციიდან დავინახე...
ახლა, რისი დაწერა მინდოდა იცით?
არ მჯერა, მე პირადად ამ ჰესების მიერ მოტანილი ენერგო-დამოუკიდებლობის და იცით რატომ
იმიტომ რომ,ქვეყანას,რომელსაც ამდენი ათწლეულებია არ გააჩნია განათლების პოლიტიკა, ვის გჯერათ რომ განათების პოლიტიკა გააჩნია???
ჰოდა, იმის თქმა მინდოდა რომ, გახარია კარგი მინისტრია და მისი ცოდნა-განათლება, საკითხთან მიდგომაში ჩანს... და არა, დიპლომების და ხარისხების რაოდენობაში.
... თორემ, ამ უკანასკნელს თუ გადამწყვეტ კრიტერიუმად ავიღებთ, საქართველოს მსგავსი განათლების სისტემა, ძალიან ცოტას თუ ექნებოდა. უფრო დაწვრილებით, გაეცანით განათლების მინისტრის ბიოგრაფიას.