ჟოზე მოურინიო შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს და „რომა“ ჩაიბაროს. ფრანგული L’Equipe-ს ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტი „ჯალოროსისთან“ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, მოახერხებს თუ არა, „რომა“ ჩემპიონთა ლიგის საზგურის მოპოვებას. „განსაკუთრებულს“ სწორედ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირში სურს მონაწილეობის მიღება.
შეგახსენებთ, რომ „რომას“ ასევე უკავშირებენ ანტონიო კონტეს, რომელსაც თავის მხრივ „ინტერიც“ ეპატიჟება.