ბართომეუ:

ბართომეუ: "კარგი იქნება მესი 45 წლამდე თუ ითამაშებს"

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ ლიონელ მესის მომავლის შესახებ საუბრობს. „ბლაუგრანას“ პირველი პირი დარწმუნებულია, რომ მესი „კამპ ნოუზე“ დიდი ხნით დარჩება.

„მესის ახალ კონტრაქტზე ვმუშაობთ, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენთან დარჩება. ის იგივეა ჩვენთვის, როგორც პელე „სანტოსისთვის“, სადაც მთელი კარიერა ჩააატარა.

ლიონელ ალბათ 3-4-5 წელი ითამაშებს, შესაძლოა მეტიც. ისე კი, კარგი იქნება 45 წლამდე თუ მოახერხებს ფეხბურთის თამაშს“, - თქვა ბართომეუმ.