ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა და „ბარსელონას“ ფეხბურთელმა ხავი ერნანდესმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის შესახებ კატალონიური კლუბი ოფიციალურ ვებგვერდზე წერს.
39 წლის სპორტსმენი ამბობს, რომ 2018/2019 წლის სეზონი მისთვის პროფესიონალურ ფეხბურთში ბოლო იქნება. 2015 წელს ხავიმ „ბარსელონა“ დატოვა, სადაც 1998 წლიდან თამაშობდა. კლუბთან ერთად, ხავი ესპანეთის ჩემპიონი რვაჯერ გახდა და ჩემპიონთა ლიგის თასი ოთხჯერ აიღო.
ესპანეთის ნაკრებში ყოფნისას, ხავიმ 133 მატჩი ჩაატარა.