ლიგა ენდესას 29-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ მასპინძელი „ბარსელონა“ ანგარიშით 84:72 დაამარცხა.
გასულ ტურში შენგელიამ „ფუენლაბრადას“ 22 ქულა ჩაიგდო, ამ მატჩში კი თითქმის 24 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ 22 მოგებით მე-3 ადგილს იკავებს. ქართველი კალათბურთელის გუნდი „რეალსა“ და „ბარსელონას“ 1 ქულით ჩამორჩება.
„ბასკონია“ მომავალ ტურში „მანრესას“ უმასპინძლებს. შეხვედრა 5 მაისს გაიმართება.