პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ამის შესახებ BBC წერს.
20 წლის კილიან მბაპე სამ მატჩს საფრანგეთის თასის ფინალში უხეში თამაშისთვის მიღებული წითელი ბარათის გამოტოვებს. დისკვალიფიკაცია ყველა ეროვნულ ტურნირზე ვრცელდება.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა პარალელურად საქმე აღძრა ნეიმარის წინააღმდეგაც, რომელმაც საფეხბურთო მატჩის შემდეგ გულშემატკივარს სახეში ხელი გაარტყა.
საფრანგეთის თასის ფინალი „პარი სენ-ჟერმენმა“ „რენთან“ პენალტების სერიაში წააგო.