„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, მარტში ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ემიგრანტების რიცხვი 15.8 პროცენტით გაიზარდა და მათი რაოდენობა 98 935 კაცით განისაზღვრა. მოიმატა შემწეობის მიმღებთა და მთხოვნელთა რაოდენობამაც. თუკი მოსახლეობას ცხოვრების დონე არ უმჯობესდება, რაში გამოიხატება ეკონომიკური ზრდა?
ეკონომისტები კარგა ხანია ამბობენ, რომ მშპ-ს მატებას პირადპირი გავლენა არ აქვს კეთილდღეობაზე. მეტიც, საქართველოში, პირიქით ხდება, ეკონომიკა ბოლო წლებში მუდმივად იზრდება და მის კავლდაკვალ მატულობს სიღარიბის დონეც.
„როცა მოსახლეობა ქვეყნიდან გადის, როდესაც არის პრობლემები, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. საბედნიეროდ, დღეს საქართველოში პოლიტიკური პრობლემები იმ სიმწვავის არ არის, რომ მასობრივი გადინება გამოიწვიოს, ხოლო სოციალ-ეკონომიკური პრობლემები რომ აქვს ქვეყანას, ამას სახელისუფლებო პარტიაც აღიარებს.
მძიმე მდგომარეობის ფონზე, რა თქმა უნდა, მოსახლეობა ცდილობს მოძებნოს უკეთესი პირობები, სადაც შეძლებს დასაქმებას, ხოლო ვიზალიბერალიზაცია ამას ხელს უწყობს, მაგრამ ის რომ არ ყოფილიყო, ადამიანები სხვა ქვეყანაში წავიდოდნენ.
თითქოს გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რომელიც რეგიონში გამორჩეული და მაღალია, მაგრამ თუ ეკონომიკური ზრდაა, სად გარბის მოსახლეობა?! ამაზე არის მარტივი პასუხი. ეკონომისტები კარგა ხანია დავობენ იმაზე, რომ ეკონომიკური განვითარების გაზომვა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, რაც მიღებულია დღეს ოფიციალურად, არ არის ადეკვატური. მარტო ის, რომ ეკონომიკა იზრდება, ბევრს არაფერს ნიშნავს.
ბოლო წლებში ყველაზე დიდი მაღალი ტემპით იზრდება ფინანსური სექტორი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტ ვალს აიღებს მოსახლეობა, მეტად გაიზრდება ეკონომიკა, ანუ ნებისმიერი აქტიურობა, რომელიც არის საფინანსო სექტორში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს მაღლა წევს. ეს სინამდვილეში ნიშნავს კეთილდღეობას? - რა თქმა უნდა, არა“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“აკადემიკოსმა ლადო პაპავამ.
პარალელურად „ახალი ეკონომიკური სკოლის“ წარმომადგენელი გია ჯანდიერი ამბობს, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში ეკონომიკა სინამდვილეში არ გაზრდილა. ამას მოწმობს დოლარში გაანგარიშებული საშუალო ხელფასი, მშპ და სავაჭრო ბალანსი, რომელიც იგივე ან უფრო ნაკლებია 2012 წელთან შედარებით.
„შეიძლება, ლარში ხელფასი ნამდვილად იზრდება, თუმცა დოლარში გადაანგარიშებული იკლებს კიდეც. არ მგონია, რომ ამას ვინმე ვერ ამჩნევდეს. 2012 წლის ბოლოს საშუალო ხელფასი იყო 740 ლარი, რაც დაახლოებით 450 დოლარს შეადგენდა. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ საშუალო ანაზღაურება მაშინდელზე ბევრად მეტია ლარში გადაანგარიშებით, ამ ნიშნულს ვერც კი ვუახლოვდებით, გაუმჯობესებაზე რომ არაფერი ვთქვათ.
მშპ-ც ასეა - 12 მლრდ-ია დოლარებში და თუ ვინმეს სერიოზულად ჰგონია, რომ საქართველოში შემომსვლელი რომელიმე ინვესტორი ლარში ნახულობს მონაცემებს, უბრალოდ, სასაცილოა. ყველაზე მძაფრი ინდიკატორი კი მიგრაციაა, არ მეგულება ოჯახი, რომელსაც ოჯახის წევრი თუ არა, ძალიან ახლობელი მაინც ემიგრანტი არ ჰყავს“, - აცხადებს ჯანდიერი.
უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლეობა სახელმწიფოს მოწყალების მოლოდინშია. მარტო მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 5 ათასით გაიზარდა. თუკი დავეყრდნობით ინფორმაციას, რომ საქართველოში ერთ ოჯახში, საშუალოდ, 3,5 სული ცხოვრობს, გასაშუალებული სტატისტიკის მიხედვით, გამოდის, რომ თითქმის ყველა ოჯახი დახმარებას ითხოვს, მათგან 0,5 მლნ-მდე ადამიანი სოციალური შემწეობის მიმღებია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 4 982 ადამიანით გაიზარდა. მარტში სახელმწიფოსგან შემწეობას 451 132 ადამიანი იღებდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 12,1%-ს შეადგენს.თებერვალში კი ფულადი დახმარების მიმღებთა რიცხვი 446 150-ს შეადგენდა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებთა ყველაზე დიდი რიცხვი თბილისშია, დედაქალაქში ფულად დახმარებას სახელმწიფოსგან 99 959 ადამიანი იღებს. მეორე ადგილზეა იმერეთი - 62 990 ადამიანი; ღარიბი მოსახლეობით სამეულში შედის სამეგრელო-ზემო სვანეთი, სადაც საარსებო შემწეობას 54 307ადამიანი იღებს.
უსამართლო განაწილება (გათანაბრებას არ ვგულისხმობთ), წარმოების განვითარებას აფერხებს, კაპიტალს თავისი (ძალმომრეობით) მაინც მიაქვს. სამუშაო ძალის გამყიდველი კი იძულებულია მიზერულ ანაზღაურებას დათანხმდეს, რაც მხოლოდ ღატაკური არსებობისათვისაა საკმარისი.
საშუალო ხელფასით აპელირება, სოციალურად არაფრის მთქმელია. დასაქმების სფეროების მიხედვით შემოსავლები კატასტროფულად დიფერენცირებულია. როცა მარეგულირებელი კომისიის ბოსების და სპეც ფონდების დირექტორების ხელფასები მინიმალურ, მაგალითად მარკეტის გამყიდველის ხელფასს 100-ჯერ, ხოლო მასწავლებლისას 50-ჯერ აღემატება, რომელ განაწილების პოლიტიკაზეა საუბარი?!
Но это общество мы построили не для ущемления личной свободы, а для того, чтобы человеческая личность чувствовала себя действительно свободной. Мы построили его ради действительной личной свободы, свободы без кавычек. Мне трудно представить себе, какая может быть «личная свобода» у безработного, который ходит голодным и не находит применения своего труда. Настоящая свобода имеется только там, где уничтожена эксплуатация, где нет угнетения одних людей другими, где нет безработицы и нищенства, где человек не дрожит за то, что завтра может потерять работу, жилище, хлеб. Только в таком обществе возможна настоящая, а не бумажная, личная и всякая другая свобода.
Из беседы Сталина с председателем американского газетного объединения «Скриппс-Говард ньюспейперс» Роем Говардом